23 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31880 - ტენდერი ტაბახმელაში სკვერის მოწყობის სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: York Holding Group
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია York Holding Group აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, სოფ. ტაბახმელაში მდებარე Vista Garden-ის კომპლექსის ზედა სკვერის კეთილმოწყობის (ლანდშაფტური, სამშენებლო და გამწვანების) სამუშაოების შესყიდვაზე.
პროექტის აღწერა
პროექტი მოიცავს ზედა სკვერის სრულ კეთილმოწყობას, მათ შორის:
- საფეხმავლო ბილიკების მოწყობას;
- ბორდიურების მოწყობას;
- საბავშვო მოედნის მოწყობას;
- საჩრდილობლებისა და პერგოლების მოწყობას;
- BBQ ზონის მოწყობას;
- ჰამაკების ზონის მოწყობას;
- სკამებისა და მაგიდების მონტაჟს;
- გამწვანების სამუშაოებს;
- გარე განათების მოწყობას;
- სხვა თანმდევ სამუშაოებს პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
ფასის წარმოდგენის წესი: პრეტენდენტებმა ფასები უნდა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვის (EXCEL-ის ფორმატში) დათვლილი უნდა იყოს თანდართული პროექტის მიხედვით.
წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს:
- მასალების ღირებულებას;
- ტრანსპორტირების ხარჯებს;
- მუშახელის ანაზღაურებას;
- ტექნიკისა და მექანიზმების ხარჯებს;
- ზედნადებ ხარჯებს;
- გადასახადებს;
- სამუშაოს სრულფასოვანი შესრულებისთვის საჭირო ყველა სხვა ხარჯს.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:
- შევსებულ BOQ ფაილს;
- სამუშაოების შესრულების სავარაუდო გრაფიკსა და ვადებს;
- გადახდის პირობებს (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი პირობების მითითებით);
- ანალოგიური შესრულებული პროექტების ჩამონათვალს (მინიმუმ 3 პროექტი);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- საგარანტიო პირობებს;
- რეკომენდაციებს (სურვილისამებრ).
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომლებიც:
- საქმიანობენ სამშენებლო ან ლანდშაფტური მოწყობის მიმართულებით;
- გააჩნიათ მსგავსი ტიპის პროექტების შესრულების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
წინადადებების წარმოდგენა:
პრეტენდენტებმა სრული სატენდერო პაკეტი (BOQ, გამოცდილება, სამუშაოების ვადები, საგარანტიო პირობები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
E-mail: Procurement@yorktowers.com
წერილის სათაური: [Vista Garden] ტენდერი — ზედა სკვერის მოწყობის სამუშაოები
დედლაინი: 23 აგვისტო, 18:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადმინისტრაციული საკითხები: ნიკა ტელ: 577 689 474
ტექნიკური საკითხები: ირაკლი ტელ: 577 994 220
დამატებითი პირობები:
York Holding Group იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს, დააზუსტოს ან გააუქმოს ტენდერის პირობები და პროცესი, პრეტენდენტების წინასწარი შეტყობინების გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები