30 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31936 - ტენდერი ქალაქური ტიპის ქვესადგურების ფუნდამენტის მოწყობაზე
- გამომცხადებელი: ელმონტაჟი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 27 აგვისტო 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ელმონტაჟი" აცხადებს ტენდერს ქალაქური ტიპის ქვესადგურების ფუნდამენტის მოწყობაზე.
1. ზოგადი ინფორმაცია და სამუშაოს მოცულობა ცხადდება ტენდერი კატეპე-ს (ქალაქური ტიპის ქვესადგურების) ფუნდამენტების მოწყობის სამუშაოებზე.
- სამუშაოს მოცულობა: თვეში 20 ერთეულამდე ლოკაცია.
- გრაფიკი: ყოველი თვის დასაწყისში კონტრაქტორს გადაეცემა 20-ივე ლოკაციის მისამართი.
2. ტექნიკური პარამეტრები
- კედლის სისქე: 20 სმ
- სიმაღლე: 30 სმ
- სიგრძე და სიგანე: ინდივიდუალურია (დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტზე)
3. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი
- ტერიტორიის მოხრეშვა და მოსწორება
- ყალიბების მოწყობა
- არმირება (პროექტის შესაბამისად)
- ბეტონის დასხმა (ფუნდამენტის სრული მოწყობა)
4. საფასო წინადადება მონაწილეებმა ფასი უნდა წარმოადგინონ 1 კუბურ მეტრ ბეტონის დასხმაზე (მ³).
- ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს: მოსამზადებელი სამუშაოები (მოხრეშვა/მოსწორება), ყალიბის, არმატურის და ბეტონის ჩასხმის სრული მომსახურება.
5. პრეტენდენტებისადმი მოთხოვნები
- მსგავსი ტიპის სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება.
- მოკლე ვადებში 20-ივე ლოკაციის შეუფერხებლად მომსახურების რესურსი (ტექნიკა და მუშახელი).
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
g.ghllighvashvili@elmontage.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
გამარჯობათ, ნახაზი-ნიმუში რომელიც ატვირთული გაქვთ, არაა დეტალიზებული არმირების სპეციფიკაცია, არმატურის დიამეტრები, ასევე ბეტონის მარკიანობა და სპეციფიკაცია. შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალში არ წერია ჩასაყოლებელი შველერის მოწყობა და მილების მოწყობა, რომელიც დატანილია პროექტის ფოტო სურათზე.