ჩაბარების ვადა:

16 სექტემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31937 - ტენდერი არქიტექტურული სამუშაოების შესრულებაზე— Biograpi Living-ის პროექტი „ბარე“

  • გამომცხადებელი: შპს ბიოგრაფი ლივინგ
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 სექტემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 27 აგვისტო 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ბიოგრაფი ლივინგ აცხადებს ტენდერს ბარეს არქიტექტურული სამუშაოებზე.

1. ტენდერის მასშტაბი:

ქ თბილისში, ლომოურის ქ. N3 - ში მდებარე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი "ბარე"-ს არქიტექტურული სამუშაოები. კედლების მოწყობა, იატაკის მოწყობა, სახურავის მოწყობა, ჭერის მოწყობა, კარებების მოწყობა, კიბეების და მოაჯირების მოწყობა, აივნების მოაჯირების მოწყობა.

*არქიტექტურული მოპირკეთების მასალები, როგორიცაა კარებები, კერამოგრანიტის ფილები, ჭერი და სხვა მსგავსი ელემენტები, უნდა შეირჩეს დამკვეთთან შეთანხმებით. შესაბამისად, ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე აღნიშნული დიზაინერული გადაწყვეტების მიღება არ მოხდება და მათი ღირებულება განფასებაში წარმოდგენილი უნდა იყოს პირობითად/სიმბოლურად.

ობიექტი შედგება :

  • - 1 სართული საპარკინგე სივრცე
  • 0 სართული კომერციული სივრცე
  • 1-4 სართული საცხოვრებელი სივრცე

2. სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება, ადგილზე ვიზიტი, წინასატენდერო შეხვედრა:

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენამდე უნდა დაგეგმოს ვიზიტი დამკვეთის სამშენებლო ტერიტორიაზე წინასაწარ დამკვეთის საქმეთამწარმოებელთან შეთანხმებით.
  • საკონტაქტო პირი: გიორგი ჩხაიძე ტელ. +995 595 77 22 85
  • ადგილმდებარეობა: ქ თბილისი,ნიკო ლომოურის 3

3. წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:- განფასებული სამუშაოთა უწყისი, წარმოდგენილი ფორმის მიხედვით.- პროექტის განხორციელების ვადები - კალენდარული გრაფიკი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველანაირი შემაფერხებელი გარემოებები მათ შორის უამინდობა და დასვენეების დღე
  • ყველა მასალის სპეციფიკაცია- data sheet (მათ შორის ბრენდი, მწარმოებელი ქვეყანა და ა.შ.
  • სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგია
  • ხელშეკრულების გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისგეგმა;
  • კონტრაქტორის ძირითადი პერსონალის სია, რომლებიც შემოთავაზებულია კონტრაქტისთვის.
  • კომპანიის პორტფოლიო ( შესრულებული და მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოები)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (კომპანია რომელიც იღებს ტენდერში მონაწილეობას)
  • ბოლო ფისკალური წლის აუდიტირებული ან არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება
  • კონტრაქტის ფულადი ნაკადების უწყისი (Cashflow)

4. სატენდერო ფასები:

  • მონაწილის მიერ მითითებული ფასები უნდა იყოს: ფიქსირებული ხელშეკრულების შესრულების სრულ ვადაზე.
  • ფასები და სატენდერო მთლიანი ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს, გადასახდელსა თუ სხვა გადასახადებს.

5. სატენდერო და გადახდის ვალუტები:

ფასები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში.

6. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა:

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა არის სატენდერო წინადადების წარმოდგენიდან 80 დღე.

7. დამკვეთის უფლება მიიღოს და უარყოს ნებისმიერი ტენდერი:

დამკვეთს უფლება აქვს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის დასრულების შემდეგ, უარყოს ან მიიღოს ნებისმიერი წინადადება, რაზეც პრეტენდენტებს შეატყობინებს ყოველგვარი დამატებითი ახნსა-განმარტების გარეშე.

დამკვეთის მიერ გაზიარებული დოკუმენტები:

ამ პუქტში მოცემულია იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელსაც დამკვეთის გადასცემს პრედენტენდებს პროექტის მოთხოვნების შესაფასებლად.

დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • სატენდერო დოკუმენტი
  • ·არქიტექტურული პროექტი
  • სამუშაოთა უწყისი
  • დამკვეთის მიერ სამუშაოების წარმოების მოთხოვნილი მეთოდოლოგია.
  • დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმა.

სრული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: 2026.08.17 არქიტექტურის დეტალური ალბომი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 სექტემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:
g.javakhishvili@biograpi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები