9 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31968 - ტენდერი ტრანსფორმატორების გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს ტრანსფორმატორების გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებაზე.
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესიკომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკისდიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- ტექნიკური შემოწმების ერთეულის ფასი;
- ზეთის ლაბორატორიული ანალიზის ღირებულება ზეთიანი ტრანსფორმატორებისთვის;
- მშრალი ტრანსფორმატორებისთვის შესაბამისი ტექნიკური შემოწმების/ტესტირების ღირებულება, ზეთის ანალიზის გარეშე;
- ტრანსპორტირების/მობილიზაციის ღირებულება სხვადასხვა ქალაქებში;
- კომპანიის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
- სამუშაოებში ჩართული ინჟინრებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის შესაბამისი სერტიფიკატები/მოწმობები;
- ელექტრო დანადგარებთან და ძალოვან ტრანსფორმატორებთან მუშაობის შესაბამისი დაშვების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად;
- გამოყენებული საზომი და სატესტო მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი შესაბამისი სერტიფიკაციის/მეტროლოგიური შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები, სადაც ასეთი მოთხოვნა ვრცელდება;
- ზეთის ანალიზის შემთხვევაში ლაბორატორიის შესაბამისი აკრედიტაციის/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მომსახურების შესრულების ვადა და თითოეული შემოწმების დასრულების შემდეგ ტექნიკური დასკვნის/ოქმის წარმოდგენის ვადა.
- ყველა სხვა შესაძლო ხარჯი;
- საბოლოო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულადტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
მომსახურება გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ და უნდა მოიცავდეს თითოეული ტრანსფორმატორის ტექნიკური მდგომარეობის სრულ შემოწმებას :
- ვიზუალური დათვალიერება და ტექნიკური მონიტორინგი;
- ტრანსფორმატორის მტვრისგან გაწმენდა/გასუფთავება;
- ზეთიანი ტრანსფორმატორების შემთხვევაში ზეთის სინჯის აღება;
- ზეთის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიული ანალიზი;
- იზოლაციის მდგომარეობის შემოწმება;
- გრაგნილების ომიური წინაღობის გაზომვა მუდმივი დენის მიმართ;
- მომჭერებისა და საკონტაქტო შეერთებების თბური შემოწმება;
- საჭიროების შემთხვევაში კონტაქტების გადაჭერა;
- გამოვლენილი ხარვეზებისა და დეფექტების დაფიქსირება;
- თითოეულ ტრანსფორმატორზე ტექნიკური დასკვნის მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების რეკომენდაციის წარმოდგენა.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგატა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზეგანთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულიპირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
საკონტაქტო პირი:
მამუკა
ტელ: 595003416
ტენდერის კატეგორია:
- 31170000 ტრანსფორმატორები
- 50532200 ტრანსფორმატორების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება