ჩაბარების ვადა:

25 აპრილი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T32 - ტენდერი სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს საკვები პროდუქტების, ჰიგიენის და საწმენდი საშუალებების მომწოდებელ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, "დედათა და ბავშვთა თავშესაფრების " ბენეფიციარებისთვის პროდუქციის გრძელვადიანი მოწოდების მიზნით.

შესაყიდი პროდუქცია მოიცავს: საკვები პროდუქტებს (ხორცისა და ზღვის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ბურღულეული, მინერალური წყლები და წვენები, კონსერვირებული ნაწარმი და ტკბილეული), საწმენდ და ჰიგიენის საშუალებებს (სარეცხი და სახეხი ფხვნილები, ჰიგიენის და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებები).

შემოთავაზებული ფასების შესადარისობის მიზნით შექმნილია ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლის ნუსხა (იხილეთ დანართი), რომელიც დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ და წარმოადგინონ სხვა დოკუმენტებთან ერთად. დანართის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამავე ვებ-გვერდიდან.

დანართში მითითებული პროდუქციის სია შეკვეთის გაფორმებისას შეიძლება შეიცვალოს დამკვეთსა და მომწოდებელს შორის ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე. შესასყიდი პროდუქციის მიწოდების პირობები განსაზღვრულია დამკვეთის მიერ და ითვალისწინებს კვირაში ერთხელ საქონლის მიწოდებას ადგილზე (მის.: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-4 პლატო, ჰერმან გმაინერის 1, თბილისის "SOS ბავშვთა სოფელი", დედათა და ბავშვთა თავშესაფარი), წინასწარ შეთანხმებული განაცხადის საფუძველზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის სასამართლო დადგენილება ან ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) და წესდების ასლი
  • ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ
  • ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი
  • შევსებული დანართი - ფასთა ჩამონათვალი

მომსახურების გაწევის ვადები: 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: თბილისი.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ "საკვები პროდუქტები, ჰიგიენის და საწმენდი საშუალებები" და ასევე, კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 25 აპრილი, 17:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, 0183, ნუცუბიძის მე-4 პლატო, ჰერმან გმაინერის 1, "თბილისის SOS ბავშვთა სოფელი".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge