ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32002 - ფასთა გამოკითხვა ტორკრეტირების სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ტორკრეტირების სამუშაოებზე - RFQ #02/09-GIEC-HPP/Tokretireba-26.

შესასყიდი მომსახურების აღწერა:

კომპანიის 4 ჰიდროელექტრო სადგურზე ტორკრეტირებისა და თანმდევი სარემონტო სამუშაოებისჩატარება. ზუსტი ტექნიკური მოცულობების დადგენა საჭიროებს ადგილზე შესწავლას და დაზუსტებას.

სამუშაოების პერიოდი:

გეგმური სამუშაოები განხორციელდება 2027 წლის ზაფხულის პერიოდში. ზუსტი გრაფიკიდაზუსტდება და წინასწარ შეთანხმდება გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებისგაფორმებისას.

აუცილებელი პირობა:

სავალდებულოა, რომ დაინტერესებულმა კომპანიებმა კომერციული წინადადებები წარმოადგინონ მხოლოდ ობიექტების ადგილზე დათვალიერების და შესწავლის შედეგად.

სამუშაო ობიექტების ჩამონათვალი და წინასწარი მონაცემები:

რაჭა ჰესი:

სალექრების ტორკრეტირება-შელესვა (საორიენტაციო მოცულობა: 600 კვ.მ.)

მისამართი: ამბროლაურის რ-ნი, სოფ. სადმელი

საკონტაქტო პირი:
ზურა გელაშვილი
ტელ: 599881171

იგოეთი ჰესი:

სახანძრო აუზის რემონტი (საორიენტაციო მოცულობა: 70 კვ.მ.)
მისამართი: კასპის რ-ნი, სოფ. იგოეთი

საკონტაქტო პირი:
დავით გიუნაშვილი
ტელ: 595008590

კახარეთი ჰესი:

სადაწნეო აუზზე გისოსების შიგნით და გარეთ შელესვა ტორკრეტირებით, წყლის ჟონვისშეჩერება (საორიენტაციო მოცულობა: 20 კვ.მ.)
მისამართი: ადიგენის რ-ნი, სოფ. კახარეთი

საკონტაქტო პირი:
თამაზ აბულაძე
ტელ: 595008593

ტირიფონი ჰესი:

ჰესიდან გამავალი არხის შეკეთება, შელესვა (საორიენტაციო მოცულობა: 300 კვ.მ.)
მისამართი: გორის რ-ნი, სოფ. ქვეში

საკონტაქტო პირი:

დავით გიუნაშვილი
ტელ: 595008590

პრეტენდენტთა საყურადღებოდ:

  • კომერციული წინადადების მომზადებამდე, პრეტენდენტი ვალდებულია ეწვიოს აღნიშნულმისამართებს, შეაფასოს ობიექტების რეალური მდგომარეობა და თავად განსაზღვროსსამუშაოების ზუსტი სპეციფიკაცია.
  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს კომერციული წინადადება მხოლოდ მისთვისსასურველ ერთ ან რამდენიმე ობიექტზე. ყველა ობიექტზე ფასის წარმოდგენა სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო.
  • ადგილზე შესწავლის საფუძველზე, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური კომერციულიწინადადება  2027 წლის საპროგნოზო ფასების მითითებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, სადაც გაწერილი იქნება როგორცმასალის, ისე მომსახურების ღირებულება თითოეული ობიექტის ჭრილში.
  • საბოლოო ფასების შეთანხმება მოხდება ხელშეკრულების გაფომრებისას.
  • ობიექტებზე ვიზიტის ორგანიზებისა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ,დაუკავშირდეთ ზემოთ ხსენებულ პასუხისმგებელ პირებს.

საკონტაქტო ინფორმაცია და წინადადებების მიღება:

  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი
  • წარდგენის ფორმატი: კომერციული წინადადება უნდა გამოიგზავნოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე  tdvalishvili@giec.ge

შესყიდვების კატეგორიის მენეჯერი
თამარა დვალიშვილი
ტელ.: 557778885

ტენდერის კატეგორია:

  • 45262300 ბეტონის სამუშაოები
შეკითხვები