ჩაბარების ვადა:

12 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32014 - ტენდერი ბუნებრივ გადაწყვეტებზე დაფუძნებული (nature-based solutions) საპარკინგე და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: REC-Caucasus
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ღია ტენდერს ბუნებრივ გადაწყვეტებზე დაფუძნებული (nature-based solutions) საპარკინგე და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

ბუნებრივ გადაწყვეტებზე დაფუძნებული (nature-based solutions) საპარკინგე და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუხრანის (საღორიის) ტყეში გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ”ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ ფარგლებში.

ტენდერის No: 10643 - DP - 02

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 12 სექტემბერი

მონაწილეობა: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მეწარმე იურიდიული პირებს (საქართველოში რეგისტრირებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).
მცხეთის ქუჩა #48-50 0179, ქ. თბილისი, საქართველო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

  • მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
  • ტენდერის ნომერი
  • მითითება „არ უნდა გაიხსნას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
  • განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება.

ტენდერის წარდგენის ფორმა (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზებები და დამხმარე დოკუმენტაცია) ერთად უნდა განთავსდეს დალუქულ კონვერტში.

წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“).

შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

სატენდერო წინადადებების შეფასება განხორციელდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევისმეთოდის შესაბამისად, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) შესაბამისიპროცედურებისა და წესების საფუძველზე.

საუკეთესო ღირებულების მქონე სატენდერო წინადადება გამოვლინდება ტექნიკური ხარისხისა დაფინანსური შეთავაზების 60/40 შეწონვის საფუძველზე, სადაც ტექნიკურ შეფასებას მიენიჭება მაქსიმუმ 60 ქულა, ხოლო ფინანსურ შეფასებას — მაქსიმუმ 40 ქულა.

ტექნიკური შეფასებამაქსიმუმ 60 ქულა

ტექნიკური წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებასა და სამუშაოებისმოცულობასთან — 20 ქულა;
  • Nature-based Solutions (NbS) პრინციპების გამოყენება, ინფრასტრუქტურის ბუნებრივ გარემოში ინტეგრაციადა ეკოსისტემაზე ზემოქმედების მინიმიზაცია — 15 ქულა;
  • სამუშაოების განხორციელების მეთოდოლოგია და სამუშაო გეგმა — 10 ქულა;
  • პრეტენდენტის შესაბამისი გამოცდილება მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელებაში — 10 ქულა;
  • დავალების შესასრულებლად შემოთავაზებული ძირითადი პერსონალისა და ტექნიკურიშესაძლებლობების შესაბამისობა — 5 ქულა.

ტექნიკური შეფასების მაქსიმალური ქულაა 60.

ტექნიკური შეფასების ეტაპის წარმატებით გასავლელად პრეტენდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 42 ქულა60-დან. აღნიშნულ მინიმალურ ზღვარზე ნაკლები ტექნიკური შეფასების მქონე წინადადება არ გადავაფინანსური შეფასების ეტაპზე.

ფინანსური შეფასებამაქსიმუმ 40 ქულა

ფინანსური შეფასება განხორციელდება ტექნიკური შეფასების მინიმალური ზღვრის გადალახვის შემდეგ.

ყველაზე დაბალი შეფასებული ფინანსური შეთავაზება მიიღებს მაქსიმალურ 40 ქულას. სხვა ფინანსურიშეთავაზებების ქულა გამოითვლება შემდეგი ფორმულის საფუძველზე:

ფინანსური ქულა = (ყველაზე დაბალი შეფასებული ფასი / შესაფასებელი პრეტენდენტის ფასი) × 40

საბოლოო შეფასება:

პრეტენდენტის საბოლოო ქულა განისაზღვრება ტექნიკური და ფინანსური შეფასებების შედეგად მიღებულიქულების ჯამით:

საბოლოო ქულა = ტექნიკური ქულა + ფინანსური ქულა

ხელშეკრულების გასაფორმებლად რეკომენდებული იქნება ის პრეტენდენტი, რომელიც დააკმაყოფილებსსატენდერო მოთხოვნებს და მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო შეწონილ ქულას.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია ტალახაძე
პროექტის მენეჯერი
595005858
maya.talakhadze@rec-caucasus.org

სატენდერო დოკუმენტაციის დანართები:

ექნიკური დავალება
განაცხადის წარმოდგენის ფორმა

ტენდერის კატეგორია:

  • 45112700 ლანდშაფტური არქიტექტურის სამუშაოები/გამწვანების სამუშაოები
  • 45223300 ავტოსადგომების მშენებლობა
შეკითხვები