ჩაბარების ვადა:
14 სექტემბერი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32037 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 სექტემბერი 2026 დრო 10:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 სექტემბერი 2026 დრო 17:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 8 სექტემბერი 2026 დრო: 10:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვაზე, ფასების ცხრილის და მომსახურების პირობების (დანართი N1) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
- მომსახურება უნდა განხორციელდეს გამარჯვებული კომპანიის სერვის-ცენტრში მისი ტრანსპორტირებით N1 დანართში მითითებული პირობების შესაბამისად;
შენიშვნა: საქონლის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან/და სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;
6. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
დამატებითი პირობები!
- კარტრიჯის დამუხტვის/აღდგენის ფასის წარმოდგენისას პრეტენდენტებმა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული ფასი უნდა მოიცავდეს, როგორც დაცლილი კარტრიჯის ფხვნილით შევსებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების გამოცვლას;
- გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენილი ვალდებულია კვირაში ორჯერ (სამუშაო დღეებში) ბანკის აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართიდან: სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12, დასამუხტად/აღადგენად გაიტანოს ყოველ ვიზიტზე საშალოდ 300 კარტრიჯი, ყოველი გატანის დროს კი დააბრუნოს წინა ჯერზე ბანკის საწყობიდან დასამუხტად/აღსადგენად გატანილი კარტრიჯების დამუხტული/აღდგენილი რაოდენობა სრულად;
- კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის ტონერით; თითოეული კარტრიჯი უნდა დაიტესტოს და ტესტ-ფურცელთან ერთად უნდა იყოს ჰერმეტულად შეფუთული, დაზიანებისაგან დასაცავად ; წუნდებული კარტრიჯის ჩანაცვლება უნდა მოხდეს იმავე სამუშაო დღეს; ბეჭდვის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. ფურცელზე მკვეთრად ნაბეჭდი ტექსტი,ცხრილი,ფოტო და ა.შ. თანდაყოლილი ლაქების/ზოლების გარეშე; აუცილებელია ბანკისთვის მიწოდებული კარტრიჯები შეიფუთოს დამცავი საშუალებებით და არ აუბრალო ცელოფნით;
- ყოველ ვიზიტზე (აღდგენილი/დამუხტული კარტრიჯების ბანკის სასაწყობე ფართში მიწოდებისას) სავალდებულოა გაფორმდეს შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 სექტემბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30125000 ფოტოასლების გადასაღები აპარატურის ნაწილები და აქსესუარები
- 50313000 რეპროგრაფიული მანქანების ტექნიკური უზრუნველყოფა (მომსახურება) და შეკეთება