5 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32046 - ტენდერი თბილისში, ა. ბელიაშვილის N81-ში სასტუმროს ნომრების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს ჰოტელ კრუიზი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ჰოტელ კრუიზი აცხადებს ტენდერს თბილისში, ა. ბელიაშვილის N81-ში სასტუმროს ნომრების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
1. მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- ა. ბელიაშვილის N81-ში შპს „ჰოტელ კრუიზი“-ში სულ ჯამში სარემონტო სამუშაოები განსახორციელებელია სასტუმროს 17 ნომერში;
- ნომრების ჯამური შიდა ფართი შეადგენს 374 კვ.მ-ს ;
- ძირითადი სარემონტო მასალების მოწოდება ისეთი, როგორიცა კერამოგრანიტის ფილები, სააბაზანო ფურნიტურა და სხვა, მოხდება დამკვეთის მხრიდან. (ხარჯთაღრიცხვაში აღინიშნება როგორც „დამკვეთის მასალა“)
შენიშვნა: წინადადებების წარმოდგენამდე დაინტერესებულმა კომპანიამ სასურველიაადგილზე მოახდინოსობიექტის დათვალიერება. ვიზიტის დაგეგმვის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტენდერშიმითითებულ ნომერზე;
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ხარჯთაღრიცხვა ფორმით;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
- სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი;
- ინფორმაცია გადახდის პირობის შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია საბანკო საავანსო გარანტიის წარდგენა;
- ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
3. მომსახურების/სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს თბილისში, ა. ბელიაშვილის 81 ნომერში.
- სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრული უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებით.
4. მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადაზე.
5. მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
- გარდა ამისა პორტფელიოს, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით.
6. ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთშეთანხმებით, პრეტენდენტმა თავად უნდა წარმოადგინოს მისთვის მისაღებია ანგარიშსწორების პირობა.
- საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს საავანსო გარანტია.
7. ხელშეკრულების გაფორმება:
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.
8. სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
- „შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო
- საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შესყიდვების წარმომადგენელი:
ტელ: 571222240
info@cruise.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება