22 სექტემბერი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32091 - ტენდერი სს “ლიბერთი ბანკის” ისანი-სამგორის რეგიონალური ფილიალის (ქ. თბილისი, ჯავახეთის მეორე შესახვევი #51) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 სექტემბერი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს ისანი-სამგორის რეგიონალური ფილიალის (ქ. თბილისი, ჯავახეთის მეორე შესახვევი #51) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე, თანდართული ხარჯთაღრიცხვის (დანართი #1) მიხედვით.
2.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზების შესახებ: პასუხისმგებელი პირის/შრომისუსაფრთხოების სპეციალისტის მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელიდოკუმენტი.
- შრომის უსაფრთხოების მოქმედი შიდა დოკუმენტაციის არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია: კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოების სფეროში მოვალეობების, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება, შესასრულებელი სამუშაოების ინსტრუქტაჟები, შრომის უსაფრთხობის დაცვის და სწავლების გეგმა გრაფიკი;
- ინფორმაცია სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პერსონალის შესახებ (თუ შესასრულებელისამუშაოების ხასიათი ამას მოითხოვს): ელექტროტექნიკური, ელექტროსამონტაჟო, ელექტროსარემონტო, ელექტროშემდუღებელი და სხვა სპეციალური სამუშაოების შემსრულებელი პირების შესაბამისი კვალიფიკაციის, ენერგოუსაფრთხოების ჯგუფის ან სხვა სავალდებულო სერტიფიკატის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- ეკონომიური საქმიანობათა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი (თუაღნიშნული რეგისტრაცია კანონით სავალდებულოა).
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი #2 დანართის შესაბამისი ტექსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
- შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- კომპანიის ბოლო ორი წლის წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
სამუშაოების შესრულების ვადის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00-23:00
- შაბათი 15:00-23:00
- კვირა 10:00-23:00 - პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;
5. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
დამატებითი პირობები!
- სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, საჭირო ნებისმიერი ინსტალაციის პროცესებთან დაკავშირებული ვალდებულება ეკისრება შემსრულებელს და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულის გათვალისწინებით.
- სავალდებულო პირობაა სარემონტო სამუშაოზე მინიმუმ 2 წლიანი საგარანტიო ვადის წარმოდგენა;
- სავალდებულოა წინადადების განფასება PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილის სახით;
- მონაწილე კომპანიას არ აქვს უფლება ბანკის სატენდერო განცხადებაში წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში შეიტანოს ცვლილება ბანკის წარმომადგენელთან ოფიციალური (მეილით) შეთანხმების გარეშე.
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება, ასევე ვიტრაჟების/ვიტრინების წმენდა შიდა და გარე მხრიდან;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 სექტემბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ტელ: 595 901 200
Shorena.tavadze@lb.ge
ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ:
არქიტექტორი
გიორგი შაყულაშვილი
ტელ: 551 29 40 96
Giorgi.Shakulashvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45453000 კაპიტალური რემონტი (შეკეთება) და რეკონსტრუქცია
- 45454000 შენობების რეკონსტრუქცია