ჩაბარების ვადა:

23 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T32094 - ტენდერი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საკუთრებაში არსებული, კახეთის რეგიონში მდებარე დედოფლიწყაროს საოფისე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდგომ ტექნიკურ ზედამხედველობაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია გაზი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 16 სექტემბერი 2026 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია გაზი აცხადებს ტენდერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საკუთრებაში არსებული, კახეთის რეგიონში მდებარე დედოფლიწყაროს საოფისე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდგომ ტექნიკურ ზედამხედველობაზე.

შენობა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა საჭიროებს კომპლექსურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც არქიტექტურულ-ვიზუალური, ისე საინჟინრო სისტემების, ელექტროგაყვანილობისა და სხვა კომუნიკაციების მიმართულებით. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის წინასწარ ხარისხიანად მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს სამუშაოების ეფექტიანად დაგეგმვის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და ხარისხიანი შესრულების აუცილებელ წინაპირობას.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს წინასწარ მომზადებული პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა მიზანშეწონილია განახორციელოს იმავე პროექტის ავტორმა. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს საპროექტო გადაწყვეტილებების სწორ ინტერპრეტაციას, სამუშაოების უწყვეტ კონტროლს, შესაძლო ტექნიკური ხარვეზების დროულ გამოვლენასა და კომპანიის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • ვიზუალური რენდერების დამზადებას (საჭიროების შემთხვევაში);
  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალურ უწყისს;
  • სამშენებლო მასალების დეტალურ ჩამონათვალსა და ღირებულებებს საქართველოს მშენებელთა კავშირის მიერ დადგენილი ფასების შესაბამისად.
  • ყველა აუცილებელი თანმდევი დოკუმენტაციის, მათ შორის, ფასების შესაბამისობის შესახებ საექსპერტო დასკვნის მომზადება.
  • ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება: მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინტერესების სრული დაცვით.
  • პრეტენდენტმა ფასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მსგავსი საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი მიღება ჩაბარების აქტები

შემოთავაზება უნდა იყოს პროცენტულ მაჩვენებლით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 სექტემბერი, 18:00 საათი
  • ფასების ცხრილის შევსება: სისტემაში შესავსებ ფასების ცხრილში, თითოეული პოზიციისთვის გთხოვთ მიუთითოთ თქვენი მომსახურების ღირებულება რომელიც გამოხატული უნდა იყოს თქვენს მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ჯამური ღირებულების პროცენტით. მაგალითად თუ თქვენი მომსახურების ღირებულება შეადგენს ხარჯთაღრიცხვის 1.85%-ს, გთხოვთ ფასების ცხრილში მიუთითოთ 1.85 
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი

რაულ ყურბანოვი
577105785 



ტენდერის კატეგორია:

  • 71240000 არქიტექტურული, საინჟინრო და დაგეგმარების მომსახურებები
  • 71320000 საინჟინრო-საპროექტო მომსახურება
შეკითხვები