25 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32101 - ტენდერი თბილისში არსებულ 4 ობიექტზე განლაგებული გათბობა-გაგრილების სისტემების, ბარისა და სამზარეულოს დანადგარების შეკეთება, მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: შპს კრაფტსიტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
რესტორნების ქსელი „ორი ტონა“ აცხადებს ტენდერს თბილისში არსებულ 4 ობიექტზე განლაგებული გათბობა-გაგრილების სისტემების, ბარისა და სამზარეულოს დანადგარების შეკეთება, მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- VRF სისტემების(შიდა და გარე ბლოკების)-მოვლა/პატრონობა
- სავენტილაციო(დარბაზის ვენტილაცია, სამზარეულოს გამწოვი ვენტილაცია) არხების შემოწმება/წმენდა
- სამაცივრე მოწყობილობები(სამაცივრე კამერები)-ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგი, კონდენსატორების დასუფთავება, კარის უპლოთნითელების(კარის რეზინის შემამჭიდროებელ-ს რეზინის ზოლი), დეფროსტისა და ფრეონის შემოწმება.
- სამზარეულოს და ბარის ინვენტარის(ინდუქციური ღუმელი, პლიუს და მინუს მაცივრები, ყინულის აპარატი, „ფრიტურნიცა“, ცომსაზელი, ხორცის მანქანა, ჭურჭლის მანქანა, კონვექციური ღუმელი...) შეკეთება, მოვლა-პატრონობა...
კომერციული პირობები:
- კომპანიის სრული დასახელება;
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- ტენდერის მოთხოვნებში ჩამოთვლილი დანადგარების აღწერა(ადგილზე მისვლა/შეფასება) და თითოეულ პოზიციაზე დათვლილი მომსახურების ღირებულების გადმოგზავნა ლარში(დღგ-ს ჩათვლით)
- მომსახურების შესრულების პერიოდულობა
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია(სასურველია რეკომენდატორების მითითება).
ტენდერის ჩაბარების პირობები: წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 სექტემბერი, 18:00 საათი.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: თეონა ჩიხლაძე
ტელეფონი: +995 551 211 109
E-mail: t.chikhladze@2tons.ge / n.parkosadze@2tons.ge
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 19. Dream Tower-ის შენობა
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 50712000 შენობის მექანიკური მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება