ჩაბარების ვადა:

22 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32130 - ტენდერი ა4 ზომის თაბახის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 5'000.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 18 სექტემბერი 2026 დრო 15:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ა4 ზომის თაბახის შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის პირობები

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ  ლარებში  შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, აგალითად: 0.05 (ოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (თი ლარი); 1.45 (თი ლარი და 45 თეთრი) ა ა.შ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: ბანკის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირისა
  • მიწოდების მისამართი: ჭირნახულის 9
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულება გაფორმდება 6 თვის/ერთი წლის ვადით და მოცემული სავარაუდო რაოდენობების ჩაბარება მოხდება ეტაპობრივად, ბანკის მოთხოვნისამებრ.
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • მომწოდებელი ვალდებული იქნება აღნიშნული მარაგის წინასწარ დასაწყობება მოახდინოს საკუთარი ხარჯებით;
  • ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნილი რაოდენობა არის საორიენტაციო და ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული რაოდენობის სრულად შესყიდვაზე.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ტენდერის დასრულებისთანავე, 1 დღის ვადაში. მისამართი რუსთაველის 2/4;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით;
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;

დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადება ატვირთული უნდა იყოს სრულად. მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ყველა მოთხოვნილ ტექნიკური პარამეტრზე ინფორმაცია, ატვირთული უნდა იყოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ბანკს უფლება აქვს არასრულად ატვირთული წინადადების ტენდერიდან დისკვალიფილაციის. 
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ გამართოს დამატებითი აუქციონი ტექნიკურად მისაღები წინადადებების მქონე კომპანიებთან, ასევე მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება;
  • პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
  • პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2026 წლის 22 სექტემბერი 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტალარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 5000 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 22 სექტემბერს, 18:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
Glomtadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30190000 სხვადასხვა საოფისე მოწყობილობა და საკანცელარიო ნივთები
შეკითხვები