30 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32194 - ფასთა გამოკითხვა არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე სათბურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე
- გამომცხადებელი: იმერული დაფნა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
იმერული დაფნა აცხადებს ფასთა გამოკითხვას არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე სათბურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე.
შესყიდვის დასახელება: არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე სათბურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
1.ზოგადი ინფორმაცია:
აგროკომპანია აცხადებს ბაზრის კვლევას (ფასთა გამოკითხვას) იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში, არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე ტიპის სათბურის მოწყობის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადების მომსახურებაზე.
მნიშვნელოვანი მოთხოვნა:
მომზადებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა სრულად უნდა შეესაბამებოდეს სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მოქმედი პროგრამებისა და კომერციული ბანკების („შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა) მიერ დაწესებულ საპროექტო-ტექნიკურ სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
2. შესყიდვის ობიექტის მონაცემები:
საპროექტო ფართობი: არაუმეტეს 11,700 მ²
ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარციხე
3. მომსახურების მოცულობა (ტექნიკური დავალება):
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
3.1. სათბურის ტექნიკურ-საპროექტო და კონსტრუქციულ გადაწყვეტას:
სათბურის ტიპის, კონსტრუქციული მდგრადობისა და მასალების განსაზღვრას (რეგიონის ქარის, თოვლისა და კლიმატური დატვირთვების გათვალისწინებით);
ძირითადი საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების აღწერას.
3.2. საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემების განსაზღვრას:
- სარწყავი და ფერტიგაციის სისტემებს (წყლის რეზერვუარების გათვალისწინებით);
- კლიმატ-კონტროლის, გათბობისა და ვენტილაციის ავტომატიზებულ/ტექნოლოგიურ სისტემებს;
- ობიექტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურულ მიერთებებს (ელ. ენერგია, წყალი, გაზი/საწვავი) და მათ ტექნიკურ პარამეტრებს.
3.3. ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს:
- ენერგოეფექტური და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების (მაგ.: ავტომატიზებული კლიმატ-კონტროლი, ენერგორესურსების ოპტიმიზაცია, ჭკვიანი სარწყავი/ფერტიგაციის სისტემები) ინტეგრირებას საპროექტო გადაწყვეტილებებში.
- ძირითადი მასალებისა და აღჭურვილობის სრულ ტექნიკურ სპეციფიკაციას;
- სამშენებლო-სამონტაჟო, საინჟინრო და ტექნოლოგიური სამუშაოების გაშლილ ხარჯთაღრიცხვას — რაოდენობების, ერთეულის ფასებისა და ჯამური ღირებულებების მითითებით;
- ხარჯთაღრიცხვის მორგებას RDA-ს მიერ დადგენილ დასაფინანსებელ ხარჯთა კატეგორიებთან.
მოთხოვნები მიმწოდებლის გამოცდილების მიმართ
- სავალდებულო: RDA-ს თანადაფინანსების ან/და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ (ბანკების) ფარგლებში სათბურების ტექნიკური პროექტების მომზადების გამოცდილება;
- სავალდებულო: პრეტენდენტის/მისი გუნდის გამოცდილება სათბურების პროექტების უშუალო განხორციელებაში (მშენებლობა, საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემების მონტაჟი ან/და საზედამხედველო/მართვით საქმიანობაში მონაწილეობა);
- უპირატესობა: მიენიჭება პრეტენდენტს, რომლის მიერ მომზადებული ტექნიკური პროექტების საფუძველზეც უკვე დაფინანსებულია და რეალიზებულია სათბურები RDA-ს ან/და კომერციული ბანკების მიერ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
წინადადებების მიღების პირობები
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.10.2026
- წინადადების წარდგენის ფორმა: ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: infoagroimereti@gmail.com
- დამატებითი კითხვებისთვის: ტელეფონი: +995 598 50 04 04
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები