8 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32227 - ბაზრის კვლევა ბანკომატის კასეტების გადასატანი ჩანთების დამზადებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 30 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ბანკომატის კასეტების გადასატანი ჩანთების დამზადებაზე. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
საქონლის ტექნიკური დავალება:
საქონლის დანიშნულება - პროდუქტი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების სპეციალურ ჩანთას, რომელიც განკუთვნილია ბანკომატის კასეტების დროებითი განთავსებისა და ტრანსპორტირებისათვის.
ჩანთის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს:
- მაღალი ინტენსივობით მრავალჯერად გამოყენებას;
- მექანიკური დაზიანებების მიმართ გამძლეობას;
- შიგთავსის დაცვას ტრანსპორტირებისას;
- დახურვის საიმედოობას
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
კომერციული წინადადება
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვა შემდეგი დეტალების გათვალისწინებით:
- ფასები რაოდენობების მიხედვით:
1-100- ცალი
101 - 200 ცალი - ბაზრის კვლევის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში, დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა უნდა დაამზადონ და წარმოადგინონ 1 ცალი ჩანთის ნიმუში შემდგომ მისამართზე: ქ.თბილისი, პუშკინის #3.
- კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ დამაკმაყოფილებელ ნიმუშებს II ეტაპზე — დახურულ აუქციონზეიქნებიან მოწვეულები.
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), გადასახადების ჩათვლით.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:
დაინტერესებულმა კომპანიებმა ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ მოთხოვნებთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ.);
- შემოთავაზება PDF დოკუმენტის სახით.
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
ტელ: 555 55 78 38
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები