7 დეკემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3223 - ტენდერი სააღსრულებო მომსახურეობაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სააღსრულებო მომსახურეობაზე.
შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- ცხრილში უნდა მიეთითოს კერძო აღმასრულებლის საზღაური შესაბამის აღსასრულებელ მოთხოვნებზე;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი მოთხოვნები
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- სააღსრულებო წარმოებაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი ლიცენზია;
- ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა/ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ირაკლი ზარქუა ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7981) მობ.:(+995 595)380381 / ელ-ფოსტა: izarkua@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 7 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=820&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 79100000 იურიდიული მომსახურებები
- 75200000 საზოგადოებისათვის მომსახურებების გაწევა