8 ოქტომბერი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32248 - ტენდერი ფილიალების ელექტროობის სისტემის კომპლექსურ შემოწმებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ოქტომბერი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს: კომპანიის შერჩევა სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებში სხვადასხვა სახის ელექტროობის სამუშაოების შესრულება/მონტაჟის განხორციელების მიზნით ფასების ცხრილის (#1 დანართი) და მისამართების (დანართი #2) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზების შესახებ: პასუხისმგებელი პირის/შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციისდამადასტურებელი დოკუმენტი.
- შრომის უსაფრთხოების მოქმედი შიდა დოკუმენტაციის არსებობის დამადასტურებელიინფორმაცია: კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოების სფეროშიმოვალეობების, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება, შესასრულებელი სამუშაოების ინსტრუქტაჟები, შრომის უსაფრთხობის დაცვის და სწავლების გეგმა გრაფიკი;
- ინფორმაცია სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პერსონალის შესახებ (თუ შესასრულებელისამუშაოების ხასიათი ამას მოითხოვს): ელექტროტექნიკური, ელექტროსამონტაჟო, ელექტროსარემონტო, ელექტროშემდუღებელი და სხვა სპეციალური სამუშაოების შემსრულებელი პირების შესაბამისი კვალიფიკაციის, ენერგოუსაფრთხოების ჯგუფის ან სხვა სავალდებულო სერტიფიკატის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- ეკონომიური საქმიანობათა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი (თუაღნიშნული რეგისტრაცია კანონით სავალდებულოა).
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი #3 დანართის შესაბამისი ტექსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
- სატენდერო წინადადება სატენდერო მოთხოვნების (#1 დანართი) მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- კომპანიის ბოლო ორი წლის წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს
3. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში
4. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
დამატებითი პირობები!
- სავალდებულოა წინადადების განფასება PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილის სახით;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს #5 დანართითგათვალისწინებული დოკუმენტაცია.
- ელ. ავტომატებში და მაგნიტურ გამშვებებში შემოთავაზებული უნდა იყოს ევროპული ბრენდი, ევროპაში ან თურქეთში წამოებული შესაბამისი სეტიფიკატით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი მომსახურების ხელშეკრულება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ოქტომბერი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების ჯგუფის უფროსი გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398 , ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები