ჩაბარების ვადა:
9 თებერვალი 2015, 10:00
სტატუსი:
დასრულებულიT323 - ტენდერი პერსონალის ტრანსპორტირების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურების შესახებ. სატრანსპორტო მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართ #1-ში.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- ელ.ფოსტა
- საბანკო რეკვიზიტები
- მომსახურების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ფასები დ.ღ.გ.-ს გარეშე და დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის/ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა).
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
თქვენი წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ დალუქული კონვერტით, ყოველდღე 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში: მცხეთის რაიონი სოფ.ქსანი.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 9 თებერვალი, 10 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.