13 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32308 - ტენდერი „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბალანსზე არსებული „ვეიმარტის“ 5 სადგურზე სივრცის ავჯით მოწყობაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბალანსზე არსებული „ვეიმარტის“ 5 სადგურზე სივრცის ავჯით მოწყობაზე.
მისამართები:
- აეროპორტი ლილო – ქ. თბილისი, სავაჭრო-საბითუმო ბაზა „ცეკავშირი“-ს მიმდებარედ (ნაკვ. 01/021)
- ფორტუნა – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №168
- ქუთაისი – ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის ქ. №16, 4600
- მარნეული – ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა, 3000
- შეშელიძე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №76, 0162
გამოსაყენებელი მასალებია:
- ძირითადი მასალა დაშპონილი მდფი
- მდფის ჩანართები ავეჯში
- დაფრეზილი შეღებილი მდფი ავეჯის თავზე (სისქე1.2 იანი)
- მილკვადრატი და ლითონის ბადე (შეღებილი შავი)
- მაგიდების ზედაპირად დასქელებული ლამინატი ან მდფი
- მცენარეების ქოთნის მასალა ლამინატი
- მაღალი ხარისხის ხელოვნური ტყავი სავარძლებისთვის
- სარკე უჟანგავი
- საპირფარეშოს სარკეები ლითონის ჩარჩოთი
- ლენტური განათება
წარმოსადგენი ფასები შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით:
- დიდი მაცივრის შეფუთვა - ფასი 1 კვ.მ-ზე
- გრაბ ენდ გოუს მაცივრის შეფუთვა - ფასი 1 კვ.მ-ზე
- ნაყინის მაცივრის შეფუთვა - ფასი 1 კვ.მ -ზე
- ბარის მაგიდა ლითონის ფეხით - ფასი 1 გრძივი მეტრი -ზე
- სასადილო მაგიდა ლითონის ფეხით - ფასი 1 გრძივი მეტრი -ზე
- მილკვადრატის და ლითონის შირმა - ფასი 1 კვ.მ-ზე
- კარადა თაროებით - ფასი 1 კვ.მ-ზე
- კარადა დასაკიდი - ფასი 1 კვ.მ-ზე
- სასმელების კარადა - ფასი 1 კვ.მ-ზე
- მოლარის დახლი - ფასი 1 კვ.მ-ზე
- ხელოვნური ტყავის სავარძელი - ფასი 1 გრძივი მეტრი -ზე
- დასაკიდი ქოთანი - ფასი 1 გრძივი მეტრი -ზე
- დაფრეზილი შეღებილი მდფი - ფასი 1 კვ.მ-ზე
- ავტო აქსესუარების კარადა - ფასი 1 კვ.მ-ზე
- კარადა დასქელებით და სათავსოთი (მოლარის უკან) - ფასი 1 კვ.მ-ზე
- სარკეების კომპლექტის ერთეულის (მარკეტი) - ფასი
- სარკეების კომპლექტის ერთეულის (საპირფარეშო) - ფასი
პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს დასამზადებელი ავეჯის ნიმუშებს, რომლებიც უკვე შესრულებულია კომპანიის სხვადასხვა ობიექტებზე (ფოტომასალა).
ასევე, პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს კომპანიის 5 ობიექტზე დაგეგმილი ავეჯის მოწყობის გეგმარების ფაილებს (იხილეთ თანდართული ფაილი)
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- გამოცდილება 4+ წელი
- პრეტენდენტი ვალდებულია, ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე გაეცნოს ობიექტს და მის გეგმარებას, დაუკავშირდეს საკონტაქტო პირს, დეტალურად განიხილოს ყველა საკითხი და მკაცრად გაითვალისწინოს დამკვეთის მოთხოვნები.
- პრეტენდენტმა სამუშაოების შესრულების გრაფიკი უნდა შეადგინოს დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოს მისი მკაცრი დაცვა.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული მასალების კონკრეტული დასახელება, აღწერილობა და მიუთითოს მათი წარმოშობის ქვეყანა.
- პრეტენდენტმა უნდა განსაზღვროს თითოეული სადგურის მაღაზიისთვის საჭირო ავეჯისა და აქსესუარების სავარაუდო რაოდენობები შესაბამისი საზომი ერთეულების მიხედვით (კვ. მ, გრძივი მეტრი, ცალი და სხვა) და მიუთითოს თითოეული პოზიციის ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება, დღგ-ისა და ყველა შესაბამისი გადასახადის ჩათვლით.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ დაიცავს ზემოაღნიშნულ ყველა მოთხოვნასა და პირობას, მისი სატენდერო წინადადება არ განიხილება და იგი ავტომატურად გამოეთიშება სატენდერო პროცესს
გადახდის პირობები: მოლაპარაკების საგანი (დამკვეთის მოთხოვნის გათვალისწინებით): თანხის ნაწილის გადახდა ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილის — მიღება-ჩაბარების შემდეგ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების რაოდენობის შესაბამისად.
საგარანტიო პირობები: 1 წელი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ნათია კეჩხუაშვილი
577202380
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი