ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32325 - ტენდერი უწყეტის კვების წყაროს (UPS) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 10 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 10 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს 200 ერთეული უწყვეტი კვების წყაროს (Online Double Conversion UPS) სისტემის შესყიდვისთვის, ცენტრალიზებული მონიტორინგის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, ბანკის ATM ქსელში (შიდა და გარე ლოკაციები) განსათავსებლად.

გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს თითოეული ATM-ის 30–60 წუთიანი ავტონომია და რეალურ დროში ცენტრალიზებული მონიტორინგი.

შესყიდვის საგნის დეტალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია დოკუმენტით: დანართ N3 — ტექნიკური მოთხოვნები.

შესყიდვის საგანი:

N დასახელება რაოდენობა
1 Online Double Conversion UPS, 1500–2000 VA
(IEC 62040-3, VFI-SS-111)
200
2 Centralized UPS Monitoring & Management Software
200 მოწყობილობა, 5 წლის ვადით
1


ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქტისა და თანმდევი სისტემის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში.  

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: არაუმეტეს 100 კალენდარული დღე
  • მიწოდების მისამართი: ლილოს დასახლება, ჭირნახულის 9
  • საგარანტიო პირობები: UPS მოწყობილობაზე უნდა გავრცელდეს არანაკლებ 60 თვის ვადით, ხოლო აკუმულატორებზე არანაკლებ 36 თვისა. გარანტია უნდა მოიცავდეს ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერის გაწევასა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობას.
  • ვალუტა: დოლარი
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა:  ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, ანალოგიური პროდუქციის მიწოდებაში. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 1 წელში განხორციელებული მსგავსი პროექტი (იგულისხმება, მინიმუმ 100 UPS-ის გაყიდვისთვის).
  • ხელშეკრულების ვადა: ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი პროდუქტის შესყიდვა მოხდება ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასით.
  • გადახდის პირობა: შეთახმებისამებრ, არაუმეტეს 30% ავანსი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამატებით შესყიდული რაოდენობის შემთხვევაში, მოწოდებული პროდუქციის ჩაბარების შემდგომ.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
  • ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა დასაშვებია. 

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შესაბამისობის სერთიფიკატი (Certificate of Conformity)
  • საქარხნო შემოწმების აქტი (FAT)
  • მწარმოებლის ავტორიზაცია: შემოთავაზებული ბრენდების მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაცია (MAF);
  • შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია (უმჯობესია ტექ. დოკუმენტის ვებ ლინკი)  
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • აღნიშნული ტენდერი არ ითვალისწინებს ინსტალაციის ხარჯებს, აღნიშნულს უზრუნველყოფს ბანკი  

დამატებითი ინფორმაცია:

წინადადება ატვირთული უნდა იყოს სრულად. მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ყველა მოთხოვნილ ტექნიკური პარამეტრზე ინფორმაცია, ატვირთული უნდა იყოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ბანკს უფლება აქვს არასრულად ატვირთული წინადადების ტენდერიდან დისკვალიფილაციის. 

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.

ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ გამართოს დამატებითი აუქციონი ტექნიკურად მისაღები წინადადებების მქონე კომპანიებთან, ასევე მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება;

პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.

პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება;
  • დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • დანართი N3  — ტექნიკური მოთხოვნები 

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ოქტომბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი

ანი სტეფნაძე
ტელ: 579 24 34 75
astepnadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
  • 31154000 უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები
შეკითხვები