ჩაბარების ვადა:

26 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32329 - ტენდერი პენტესტის მომსახურება/შეღწევადობის ტესტირებაზე

  • გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს “სადაზღვევო კომპანია ვაიზერი” აცხადებს ტენდერს ინფორმაციულ სისტემებში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტირების მომსახურების შესყიდვაზე. 

შესყიდვის მიზანია ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს)  გავრცელების სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების 
შეფასება, ინფორმაციულ სისტემებში არსებული სისუსტეების, არასწორი კონფიგურაციებისა და უსაფრთხოების ხარვეზების გამოვლენა.
 
მომსახურების მოცულობა მომსახურება უნდა მოიცავდეს: 

  • SMS-ის გავრცელების სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემების შეღწევადობის ტესტირებას
  • ვებ აპლიკაციების, გარე და შიდა ქსელების, სერვერების და სხვა იუმსში შემავალი სისტემების ტესტირებას მოწყვლადობების იდენტიფიცირებასა და ანგარიშგებას
  • OWASP, OSSTMM, NIST, PTES, ISSAF ან სხვა საერთაშორისო აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებას მაღალი, საშუალო და დაბალი კრიტიკულობის მიგნებების კლასიფიცირებას
  • დეტალური ანგარიშის მომზადებას აღმოჩენილი სისუსტეების, რისკებისა და  რეკომენდაციების მითითებით

 მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ

  • პრეტენდენტი უნდა: იყოს ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაცია  პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილებით;
  • ჰყავდეს კვალიფიციური პენტესტერები; 
  • გააჩნდეს მსგავსი მომსახურების განხორციელების გამოცდილება; 
  • უზრუნველყოს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

პენტესტირების ანგარიშის მოთხოვნები 

საბოლოო დასკვნა უნდა მოიცავდეს: 

  • ტესტირების ფარგლებს; 
  • გამოყენებულ მეთოდოლოგიას; 
  • გამოვლენილი მოწყვლადობების ჩამონათვალს; 
  • არასწორი კონფიგურაციების აღწერას; 
  • თითოეული მიგნების რისკის დონეს; 
  • რეკომენდაციებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად; 
  • საერთო დასკვნას სისტემების უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.

დამატებითი პირობები:

ტესტირების შედეგად გამოვლენილი სისუსტეების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს რეკომენდაციები და მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩამონათვალი. 

წინადადებების წარმოდგენის წესი:

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ  მისამართზე infosec@wizer.ge წარმოდგენის საბოლოო ვადაა: 26 ოქტომბერი 2026 წელი 

ტენდერის კატეგორია:

  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები