ჩაბარების ვადა:
23 ოქტომბერი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32339 - ტენდერი საგადახდო კიოსკების კასეტების შეკეთების მომსახურებაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 13 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 16:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საგადახდო კიოსკების კასეტების შეკეთების მომსახურების შესყიდვის მიზნით.
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირებთან დაკავშირებით — ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდეტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
- ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი — დანართი 1.
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები — დანართი 2.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების ავტომატურ წინაპირობას, რადგან გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან მიმართებით.
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგადი საფუძვლის მითითებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
ტელ: 579 01 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 50310000 საოფისე აპარატურის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება
- 50530000 მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება