ჩაბარების ვადა:
12 დეკემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3234 - ტენდერი სოდის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს სოდის ტრანსპორტირების შესახებ.
გთხოვთ გვაცნობოთ ტრანსპორტირების ფასი;
- ტვირთი: სოდიუმის კარბონატი (სოდა)
- ტვირთის რაოდენობა: 2800 ტონა (+-)
- მიმართულება: ვარნა/ბულგარეთი – ქსანი/საქართველო
- გადაზიდვის საშუალება: საზღვაო , სარკინიგზო.
- დატვირთვის ადგილი: Port Varna West
- დატვირთის დაწყების სავარაუდო თარიღი : 27/12/2017 (L/C : ტვირთის დატვირთვა დაიწყება მიახლოებით მითითებულ პერიოდში, ეს არაა ზუსტი თარიღი)
- დატვირთვის პირობა: FOB (Free on board)
- დანიშნულების ადგილი: ს.ს. „მინა“ ქსანი/მცხეთის რეგიონი/საქართველო
- ბულგარეთიდან ბათუმის ან ფოთის პორტამდე საქონელი მოდის ზღვით, პორტიდან ქსნამდე საქონელი მოდის რკინიგზით, ღია ნახევარვაგონებით.
- შეფუთვა: ტვირთი დაფასოებულია და შეფუთული 1 ტონიან ჩანთებში / Big Bags 120 X 120 სმ (დაშვებულია მცირედი ცდომილება +– 5 სმ.)
- ტვირთი უნდა იყოს ჩამოტვირთული ან იმყოფებოდეს ჩამოტვირთვის პროცესში ბათუმის ან ფოთის პორტში, მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში .
- ადგილზე მიწოდება: პორტიდან ქარხანას, სოდა უნდა მიეწოდოს ღია/ნახევარ ვაგონებით, დღეღამეში არაუმეტეს 10 ვაგონისა.
- ტვირთის შემოტანა ქარხანაში / “MINA“–ს ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს ტვირთის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
შენიშვნა: გემი არ შემოდის საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, სანამ არ დასრულდება საქონლის წინასწარი განბაჟება. ყველა საბუთის ასლი უნდა დამოაგზავნოთ წინასწარ რათა, „მინა“-მ განახორციელოს წინასწარი განბაჟების ყველა პროცედურა.
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით : DSEBISKVERADZE@sisecam.com
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება ა/წლის 12 დეკემბერს 18:00 სთ–მდე, დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი, სოფელი ქსანი, ს.ს.“მინა“ს- სათაო ოფისი
წინადადებას უნდა დაერთოს:
- წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტები (მოცულობა, ხანგრძლივობა, დასრულების თარიღი, საბალანსო ღირებულება, საკონტაქტო პირი/ მონაცემები)
- შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა
გაითვალისწინეთ დაგვიანებული წინადადებები არ განიხილება.
ტენდერის კატეგორია:
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 60600000 წყლის ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები