ჩაბარების ვადა:

19 ოქტომბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32342 - ტენდერი HPE სერვერისთვის განკუთვნილი SSD დისკების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 12 ოქტომბერი 2026 დრო 15:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 ოქტომბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +“ (ს/კ 205150352) აცხადებს ტენდერს შემდეგი შესყიდვის განსახორციელებლად: HPE სერვერისთვის განკუთვნილი SSD დისკების შესყიდვა.

შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური მოთხოვნები:

პროდუქტის დასახელება რაოდენობა
HPE EO000400JWUGC - Cache SSD 4 ცალი
HPE MO001600JWDLA - Capacity SSD 1 ცალი


ტექნიკური მახასიათებლები:

  • Cache SSD - HPE EO000400JWUGC
    მოცულობა: 400 GB; ინტერფეისი: SAS 12G; ტიპი: Write Intensive; ფორმ-ფაქტორი: SFF, 2.5-inch.
  • Capacity SSD - HPE MO001600JWDLA
    მოცულობა: 1.6 TB; ინტერფეისი: SAS 12G; ტიპი: MU (Mixed Use); ფორმ-ფაქტორი: SFF, 2.5-inch.

მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობები:

  • მიწოდების ვადა: 2026 წლის 30 ნოემბრამდე.
  • მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთ ეტაპად, მისამართზე: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №106.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
  • ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის მითითებულ მისამართზე მიწოდების ხარჯებს, დღგ-სა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

სატენდერო წინადადების შემადგენლობა:
პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში PDF ფორმატში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტები:

  • დანართი №1 - კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი №2 - ფასების ცხრილი;
  • დანართი №3 - ინფორმაცია ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

ფასის წარმოდგენა და შეფასება:

  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში (USD), დღგ-ისა და ყველა შესაბამისი გადასახადის ჩათვლით.
  • შეფასებას ექვემდებარება სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისი წინადადებები; გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე დაბალი საერთო ფასის საფუძველზე.
  • ფასების ცხრილში არითმეტიკული შეცდომის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს; ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ და ატვირთულ დოკუმენტში მითითებულ საერთო ფასებს შორის სხვაობისას - სისტემაში დაფიქსირებულ ფასს.

დამატებითი პირობები:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსის ოდენობით.
  • შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ან გააუქმოს სატენდერო პროცედურა დასაბუთებული მიზეზით; გადაწყვეტილების შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ ელექტრონული სისტემის საშუალებით.
  • მხარეთა სხვა უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის მიღება-ჩაბარების დეტალური წესი, განისაზღვრება ნასყიდობის ხელშეკრულებით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ოქტომბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო საკითხებზე საკონტაქტო პირი:

ლელა ტყეშელაშვილი
ელფოსტა: ltkeshelashvili@msplus.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30233000 ინფორმაციის შემნახველი და წამკითხველი საშუალებები
  • 30237000 კომპიუტერების ნაწილები, აქსესუარები და სათადარიგო ნაწილები
შეკითხვები