ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32357 - ტენდერი მცხეთის, თბილისის და რუსთავის მასშტაბით, ასფალტის (ორმოულების) აღდგენის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“  აცხადებს ტენდერს მცხეთის,  თბილისის და რუსთავის მასშტაბით, ასფალტის (ორმოულების)  აღდგენის მომსახურებაზე.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები  ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტაზე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის 7.

  • ტენდერის ნომერი: 2026/20
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026  წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
  • შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ამობეჭდილი, ასევე ელექტრონულად CD დისკზე ან ფლეშ ბარათზე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი; (2026/20)
  • კონვერტი დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; 
ს.ს. ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური:  სატენდერო კომისია

ნიკა ხურცილავა,  ინა საჯაია
ტელ: 555 18 17 23
tenders@silknet.com
ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 45233142 გზის შეკეთების სამუშაოები
შეკითხვები