ჩაბარების ვადა:

27 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32358 - ტენდერი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სარემონტო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: შპს ნექსთ ფროფერთი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნექსთ ფროფერთი“ აცხადებს ტენდერს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში არსებული 29 ბინის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.სამუშაოები თითოეულ ბლოკში  უნდა განხორციელდეს პარალელურრეჟიმში. კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს თითოეული ბლოკისთვის ცალკე სამუშაო ჯგუფის  მობილიზება, რათასამუშაოების შესრულება განხორციელდეს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

კომპანია “ნექსთი“ საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში თანამედროვე, უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, მათ შორის — საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels & Resorts-თან პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს, ასევე შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-ჰოტელებს, ვილებსა დაბიზნეს-აპარტამენტებს.

დღეისათვის „ნექსთი“ ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან, რაც კომპანიის საერთაშორისო მასშტაბსა და გლობალურ გამოცდილებას უსვამს ხაზს.

სამშენებლო სამუშაოები შპს “ნექსთ ფროფერთი“-ს ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. მშენებლობაში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს 29 ბინის სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ:

  • კედლების მოპირკეთება:კედლების დამუშავება და ღებვა; შპალერის გაკვრა, კერამიკული ფილის მონტაჟი, დეკორატიული ლესვა;
  • ჭერის მოპირკეთება: სამღებრო სამუშაოები;
  • იატაკის მოპირკეთება: ლამინატის მოწყობა (ინგლისური წყობა), კერამიკული ფილის დაგება, პლინტუსების მონტაჟი (არა ჩაძირული).

დამკვეთი უზრუნველყოფს ობიექტის მომარაგებას საჭირო მასალებით.  საჭიროების შემთხვევაში, ბინების სარემონტო სამუშაოების მოცულობას შესაძლოა დაემატოს საერთო სარგებლობის კორიდორების სარემონტო სამუშაოებიც.

მოცულობები წარმოდგენილია თანდართულ Excel-ის ფაილში.

დოკუმენტაცია ჩამოტვირთეთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან:

https://we.tl/t-TNywJ8SKZpWoXDCf

2. სამუშაოების ობიექტი და ადგილმდებარეობა

  • სამუშაოების შესრულების ადგილია: ალ. წურწუმიას 10/12, თბილისი, საქართველო.
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთის მიერ გადაცემული პროექტის, ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციების, მოცულობების უწყისისა  და სხვა სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანია უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
  • ტენდერში მონაწილე იურიდიულ პირს 2021 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარდგენის დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოები.
  • აღნიშნულ პერიოდში შესრულებული მსგავსი სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარისა.
  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
  • მონაწილემ ასევე უნდა დაადასტუროს, რომ გააჩნია სამუშაოების პარალელურ რეჟიმში შესრულებისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსი.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მინიმუმ 2 (ორი) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მათი საკონტაქტო ტელეფონის ნომრების, ელექტრონულიფოსტის მისამართებისა და კომპანიაში დაკავებული პოზიციების მითითებით;
  • სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • კომერციული შეთავაზება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებს, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამუშაოების შესრულების პირობებისა და საგარანტიო პერიოდის შესახებ; (უნდა შეივსოს ექსელის ფაილი)
  • გადახდის პირობები, მათ შორის, ავანსის პროცენტული მაჩვენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.
  • შესრულებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი, გაწეული მომსახურების მოკლე აღწერით, საერთო ღირებულებისა და შესრულების პერიოდის მითითებით;
  • მინიმუმ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც გაცემულია ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

სატენდერო წინადადების ღირებულება:

  • სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს დანარიცხებს, დღგ-ს, ტრანსპორტირებისა და ხელობის ფასს; 
  • სატენდერო წინადადების ღირებულება ასევე უნდა მოიცავდეს სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ხარისხისა და სისუფთავის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა სახარჯი მასალის, მათ შორის, წებოვანი ლენტის (სკოჩის), დამცავი ცელოფნისა და სხვა შესაბამისი მასალების შეძენისა და გამოყენების ხარჯებს. ასევე კონტრაქტორი საკუთარი ხარჯებით, ვალდებულია, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შეიძინოს და შეინარჩუნოს ძალაში მყოფი ადეკვატური სადაზღვევო პოლისები.
  • კლიენტი  უზრუნველყოფს ამწის/ამწევი კალათის მომსახურებას.

სამუშაოების მიღება:

გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეებს შორის გაფორმებული/ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესრულების დასამტკიცებლად კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს  ფორმა-2, და სამუშაოსსპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულად და მიწოდებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მას დაამტკიცებს დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

სამუშაოების სრული შესრულებისა და მიღების საფუძველზე, მხარეები აფორმებენ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს.

საგარანტიო ვადა:

შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადას უზრუნველყოფს კონტრაქტორი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 12 თვეს უნდა შეადგენდეს. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს უკეთესი საგარანტიო ვადა, რაც ჩაითვლება კონკურენტულ უპირატესობად. თუ არსებობს გარანტიის გამონაკლისები/ტექნიკური პირობები, წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

ფინანსური გარანტია:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია წინასწარი გადახდის (საავანსო თანხის) მოთხოვნის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი ავანსი დაცული უნდა იყოს საბანკო გარანტიით. ავანსისუზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იმოქმედებს წინასწარი თანხის შესაბამისი სამუშაოების მიღებამდე, რაც დადასტურდება ზემოაღნიშნული წესით დადებული მიღება-ჩაბარების აქტით;
  • კონტრაქტორი ვალდებულია წარმოადგინოს ხარისხის უპირობო გარანტია ხელშეკრულების/შესრულებული ჯამური ღირებულების არანაკლებ 5%-ზე, მინიმუმ 12 თვის ვადით და თარიღი დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან.
  • საბანკო გარანტიები გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკის ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ.

გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების დაცვა:

სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნების და სახელმწიფო უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვა.

კონტრაქტორი პასუხისმგებელია ობიექტზე მის მიერ განხორციელებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. კონტრაქტორი ვალდებულია, თავისი ოპერაციები განახორციელოს ობიექტზე მოქმედი უსაფრთხოების, შრომისჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ყველა რეგულაციის დაცვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კლიენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორის სამუშაოები წარმოადგენს მაღალ რისკებს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების თვალსაზრისით და უნდა მიეცეს რჩევა სიტუაციის მართვის შესაბამისი ზომების შესახებ. ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების ნებისმიერი დარღვევა იწვევს ფინანსურ ჯარიმას დამკვეთის მხრიდან.

სატენდერო წინადადება:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2026 წლის 27 ოქტომბრისა.
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი (1 ეგზემპლარი) ასევე ელექტრონული სახით (ფლეშ დისკი).
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ (აქსისის ბიზნეს ცენტრი) მე7ე სართული, კომპანია Next
  • სატენდერო დოკუმენტაციის ნაბეჭდი ასლი უნდა იყოს დამოწმებული კომპანიის დირექტორის ხელმოწერით დაკომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენისას, ფასის შეთავაზება და გრაფიკები უნდა იყოს გამოყენებული Excel-ისდა/ან Microsoft Project-ის ფორმატში, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტი - PDF ფორმატში.

კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს მისი წარდგენიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • *შპს „ნექსთ ფროფერთი“ არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების ხარჯებს. 
  • ტენდერის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე: l.vakhtangishvili@nextgroup.ge
     tenders@nextgroup.ge
  • ობიექტზე ვიზიტის შესათანხმებლად დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს 592 99 99 05 დალი
  • შეთავაზებების მიღების დედლაინი: 27 ოქტომბრის, 18:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
შეკითხვები