ჩაბარების ვადა:

26 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32379 - ტენდერი ალიო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 9-10 კორპუსების გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ოპტიმა
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL, USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ოპტიმა აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ.თბილისში, ალიო მირცხულავას N9/11-ში IX-X კორპუსების (01.13.04.017.109) ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვაზე.

1.1 შესყიდვის საგნის/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

  • სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: მირცხულავას 9-10 ბლოკების პროექტები
  • სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა საორიენტაციო მოცულობებითა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალით. პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისად ხარჯთაღრიცხვის გადამოწმება შესასრულებელი სამუშაოებისა და მოცულობების ნაწილში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში იდენტიფიცირებადი უნდა იყოს, როგორც მასალის, ასევე, მუშახელისა და მანქანა-მექანიზმების მოცულობები, ერთეულის ფასები და შესაბამისი ჯამები.
  • დამკვეთისთვის მისაღები ფორმატი თან ერთვის ტენდერს და გთხოვთ, განფასება წარმოადგინოთ იმავე ფორმატით, ექსელის ფაილით.

მნიშვნელოვანი პირობა:

წინადადებისა და განფასებული ხარჯთაღრიცხვის მომზადებამდე, პრეტენდენტი კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ობიექტის ადგილზე დათვალიერება და არსებულ მდგომარეობასთან გაცნობა. ობიექტის წინასწარ დათვალიერების გარეშე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ განიხილება.

გთხოვთ, ვიზიტის დრო წინასწარ შეათანხმოთ პროექტის მენეჯერთან, საკონტაქტო - ზურა ბობოხიძე, მობ: 551 520 052

შენიშვნა: პრიორიტეტულად ჩაითვლება კომპანია, რომელიც შეთავაზების წარმოდგენას სრულყოფლად, ყველა სამუშაოსთვის.

1.2 მოთხოვნები

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.3 კომპანიის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასებული ხარჯთაღრიცხვა: შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ მიწოდებულ ფორმატში (სასურველია Excel-ის ფაილის სახით). მასში სრულად უნდა აისახოს როგორც სამუშაოების (მონტაჟის), ისე მასალების ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების გრაფიკი: პროექტის ეტაპობრივი განხორციელების დეტალური ვადები (კალენდარული გრაფიკი);
  • გადახდის პირობები და გრაფიკი: პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ანგარიშსწორების სასურველი მოდელი;
  • წინადადების მოქმედების ვადა: პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წარმოდგენილი ფასები უცვლელი და ძალაში იქნება.
  • თანხმობა საავანსო საბანკო გარანტიაზე: წერილობითი დასტური საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენაზე (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში);
  • თანხმობა ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე: წერილობითი დასტური ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით საბანკო გარანტიის წარმოდგენაზე;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ: მონაცემები პარტნიორი ან ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მასალების სპეციფიკაცია: დეტალური ინფორმაცია ძირითადი მასალების ბრენდების, მწარმოებელი ქვეყნებისა და პარამეტრების შესახებ;
  • ტექნიკური მონაცემების ფურცლები (Technical Data Sheets): შემოთავაზებული მასალების მწარმოებელი ქარხნების ოფიციალური პასპორტები და ტექნიკური მახასიათებლები;
  • ხარისხის და შესაბამისობის სერტიფიკატები: ძირითად მასალებზე მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • კომპანიის პორტფოლიო: შესრულებული და მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი
  • მასალების ფიზიკური ნიმუშები: დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფიზიკური ნიმუშები

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი/დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: 
sqoqiashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები