27 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32404 - ტენდერი მაღალი უსაფრთხოების ჯავშანდაცული უსაფრთხოების კარების დაპროექტებაზე, დამზადებაზე, მიწოდებასა და მონტაჟზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს“ საქართველოს ბანკი“ იწვევს კვალიფიცირებულ მწარმოებლებსა და ავტორიზებულ მომწოდებლებს, წარმოადგინონ შეთავაზება მაღალი უსაფრთხოების ჯავშანდაცული უსაფრთხოების კარების დაპროექტებაზე, დამზადებაზე, მიწოდებასა და მონტაჟზე.
კარები განკუთვნილია მაღალი უსაფრთხოების ობიექტებისთვის.
2. მიწოდების მოცულობა
ფასის შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
- კარის დაპროექტებას და დამზადებას
- კარის ფრთას, გამაგრებულ ჩარჩოსა და ჩამკეტ სისტემას
- ტრანსპორტირებას ობიექტამდე
- მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვებას
3. ნორმები და სტანდარტები
შეთავაზებული უსაფრთხოების კარი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი უსაფრთხოების კარებისათვის გათვალისწინებულ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, როგორც შეღწევის წინააღმდეგობის, ასევე ბალისტიკური დაცვის კუთხით. კონკრეტული კლასისა და პარამეტრების მოთხოვნა შეთანხმდება ტენდერის მომდევნო ეტაპზე.
შესაბამისობის დადასტურება:
შესაბამისობა უნდა დადასტურდეს აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის ან სახელმწიფო-აღიარებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ. მისაღებია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტიზა, მათ შორის:
- სსიპ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი პროფილის ექსპერტიზა;
- ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკაციო ორგანო.
4. დაცვის მოთხოვნები
უსაფრთხოების კარი უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი დონის კომბინირებულ დაცვას ორი ძირითადი მიმართულებით:
4.1 ბალისტიკური დაცვა
კარი უნდა იყოს გამძლე სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ. კონკრეტული კლასი მიეთითება ტექნიკური სპეციფიკაციის ეტაპზე. სავალდებულოა სპალინგის საწინააღმდეგო შიდა ფენა.
4.2 შეღწევის წინააღმდეგობა
კარი უნდა უძლებდეს ფიზიკური შეტევის მცდელობას გავრცელებული სამრეწველო ხელსაწყოებით. მოთხოვნილი წინააღმდეგობის დრო და ინსტრუმენტების კატეგორია განისაზღვრება ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
5. კონსტრუქციული მოთხოვნები
5.1 კარის ფრთა
მრავალფენიანი კონსტრუქცია, მოიცავს:
- მაღალი სიმტკიცის ბალისტიკურ ფოლადს ან ეკვივალენტურ კომბინირებულ სისტემას
- ანტი-ბურღვის და ანტი-ჭრის ფენებს
- ბალისტიკურ ბექინგ-ფენას (არამიდი / ექვივალენტი)
- სპალინგის საწინააღმდეგო შიდა საფარს
5.2 კარის ჩარჩო
- სრულად გამაგრებული ფოლადის ჩარჩო
- კედელთან დამაგრება მექანიკური და/ან ქიმიური ანკერებით
- ჩარჩოს კონსტრუქცია გამორიცხავს ბერკეტით/ძალით გახსნის შესაძლებლობას
6. ფუნქციური მოთხოვნები
კარის გაღების მიმართულება: მითითდეს შეთავაზებაში
შესაძლებელი უნდა იყოს:
- წვდომის კონტროლის სისტემის ინტეგრაცია
- სიგნალიზაციის სენსორების ინტეგრაცია
- უსაფრთხოების კლასი სრულად უნდა შენარჩუნდეს მონტაჟის შემდეგაც
8. დასრულება
- ზედაპირის დამუშავება: ფხვნილის საღებავი ან ექვივალენტი
- ფერი: შეთანხმებით
9. წარსადგენი დოკუმენტაცია
- შეთავაზებული კარის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი — საერთაშორისო ლაბორატორიის სერტიფიკატი ან ადგილობრივი სახელმწიფო-აღიარებული ექსპერტიზა
- მომწოდებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მასალა (გამოცდილება, რეფერენსები, ავტორიზაციები)
კონკრეტული დაცვის კლასი მისაწოდებელი დაცული კარის რაოდენობა ზომები და სხვა ტექნიკური პირობები, გაზიარებული იქნება ტენდერის შემდგომ ეტაპზე
დოკუმენტების გამოგზავნა შეგიძლიათ მისამართზე: b.mumladze@bog.ge ტელ: 551462003
ტენდერის კატეგორია:
- 44221200 კარები
- 45421131 კარების ჩადგმა