ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2026, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T32414 - ტენდერი მზის ელექტროსადგურების მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2026 დრო 23:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი იწვევს კომპანიებს ორ ობიექტზე მზის ელექტროსადგურებისმოწყობის ტექნიკური და კომერციული წინადადებების წარმოსადგენად:

  • კ. ქუთათელაძის ქ. 3 — საკადასტრო კოდი: 01.14.03.041.026;
  • ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 40 — საკადასტრო კოდი: 01.14.05.008.196.

პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 140 000 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის, პროექტირების, აღჭურვილობის, კონსტრუქციების, მონტაჟისა და გაშვება-გამართვის ჩათვლით.

სასურველი გადაწყვეტა:

  • პროექტი ითვალისწინებს ორივე ობიექტზე მზის ელექტრო სადგურების მოწყობას, საერთო ბიუჯეტის ფარგლებში ელექტრო ენერგიის ხარჯების მაქსიმალურად ეფექტური შემცირების მიზნით.
  • ქუთათელაძე: სახურავის გამოსადეგი ფართობის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება მზისპანელებისთვის და ბატარეის დამატება, დღისით გამომუშავებული ენერგიის საღამოსა და ღამითგამოყენების მიზნით.
  • პოლიტკოვსკაია: მზის პანელების მოწყობა, ამ ეტაპზე ბატარეის გარეშე. ინვერტორისა და სისტემის შერჩევა უნდა ითვალისწინებდეს მომავალში ბატარეის დამატების შესაძლებლობას.
  • პანელების სიმძლავრე, ბატარეის ტევადობა და ინვერტორების პარამეტრები მონაწილემ თავადუნდა შემოგვთავაზოს მოხმარების მონაცემების, სახურავების შესაძლებლობებისა და ბიუჯეტის მიხედვით.
  • ქუთათელაძის შენობას აქვს ავტომატურად ჩართვადი გენერატორი. შეთავაზებული სისტემა უნდა ითვალისწინებდეს მასთან შეთანხმებულ მუშაობას; საბოლოო შეერთებისა და მართვის სქემა შემუშავდება პროექტირების ეტაპზე.

აღჭურვილობა და ხარისხი

  • პანელები: Tier 1 მწარმოებლის, N-ტიპის TOPCon ტექნოლოგიის, ორმხრივი, ორმაგი მინის მოდულები.
  • ინვერტორები: აღიარებული მწარმოებლის სამფაზიანი მოწყობილობები, შესაბამისი MPPT შესაძლებლობებითა და დისტანციური მონიტორინგით. ქუთათელაძეზე — შეთავაზებულ ბატარეასთანთავსებადი ჰიბრიდული გადაწყვეტა.
  • ბატარეა: LFP ტექნოლოგიის, მართვისა და დაცვის სისტემებით.
  • კონექტორები და ელექტრომასალები: მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული კომპონენტები; სტრინგის შეერთებებში ერთი მწარმოებლის თავსებადი კონექტორები, UV-მდგრადი მზის კაბელები, დამიწება და AC/DC დაცვა.
  • კონსტრუქციები: სახურავთან თავსებადი, კოროზიისგან დაცული. 

წინადადებაში მიეთითოს ძირითადი აღჭურვილობის მწარმოებელი, მოდელი და გარანტია.

რა უნდა წარმოადგინოს მონაწილემ:

  • მოკლე ტექნიკური წინადადება: პანელების განლაგება, სიმძლავრე, ინვერტორები და ქუთათელაძისბატარეის ნომინალური და გამოსაყენებელი ტევადობა.
  • წინასწარი მოდელირება PV*SOL-ში ან შესაბამის ანალოგიურ პროგრამაში: დაჩრდილვისგათვალისწინებით მოსალოდნელი წლიური გამომუშავება, საკუთარი მოხმარების დაფარვა, ბატარეისწვლილი და ქსელთან ენერგიის გაცვლა. საკმარისია პროგრამის მოკლე ანგარიში.
  • კომერციული შეთავაზება თითოეული შენობისთვის ცალ-ცალკე: ძირითადი აღჭურვილობის, პროექტირების, კონსტრუქციებისა და სამუშაოების ფასებით; ასევე მიწოდების ვადები, გადახდისპირობები და გამონაკლისები. 
  • მოსალოდნელი წლიური ეკონომია, მიმდინარე ტარიფით — 0.3526076 ლარი/კვტ·სთ, დღგ-სჩათვლით. ქსელში გაცემული ენერგიის ღირებულება გამოიყოს ცალკე.

მოწოდებული მონაცემები და დანართები

ელექტროენერგიის მოხმარების დანართში წარმოდგენილია ორივე ობიექტის 12 თვის მოხმარება დაშესაბამისი ღირებულება მოქმედი ტარიფით:

  • ქუთათელაძე — დაახლოებით 127,291 კვტ·სთ წელიწადში;
  • ჯიქია/პოლიტკოვსკაია — დაახლოებით 178,684 კვტ·სთ წელიწადში.

იმავე გვერდზე მოცემულია ქუთათელაძის ოქტომბრის დაკვირვება და საღამო-ღამის მოხმარების თვიურიშეფასება.

დაკვირვებულ კვირაში 17:00–09:00 მოხმარება სრული მოხმარების დაახლოებით 48.1%-ია, საშუალოდ 111 კვტ·სთ ერთ საღამო-ღამეში. დანართში ეს წილი გავრცელებულია თითოეული თვის მოხმარებაზეუცვლელი წილის სამუშაო დაშვებით. წლიური მონაცემებით საშუალო საღამო-ღამის შეფასება დაახლოებით168 კვტ·სთ გამოდის. ეს შეფასება გამოიყენება წინასწარი მოდელირებისთვის.

შენობების გეგემები იხილეთ დანართის სახით.

პროექტირება და განხორციელება:

ამ ეტაპზე მოთხოვნილია წინასწარი ტექნიკურ-კომერციული შეთავაზება და პროგრამულიმოდელირება. შერჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება საბოლოო გაანგარიშებებსა და სრულისამუშაო პროექტის მომზადებაზე, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მონტაჟი დაგაშვება-გამართვა. პროექტირების ღირებულება შედის შეთავაზების საერთო ფასსა და პროექტისმაქსიმალურ ბიუჯეტში.

  • ქსელთან მიერთება: შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქსელთან პარალელური მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური გადაწყვეტა, დოკუმენტაციის მომზადება და ოპერატორთან შეთანხმების პროცესის წარმართვა დამკვეთთან კოორდინაციით.
  • თუ შეთავაზებული გადაწყვეტა ითვალისწინებს ჭარბი ელექტროენერგიის ქსელში გაცემას, გაშვება-გამართვა უნდა მოიცავდეს შესაბამისი დაცვისა და აღრიცხვის შემოწმებას, გაცემის კონფიგურაციასა და ფუნქციურ გამოცდას, ოპერატორთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ქსელში გაცემის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს გაცემის შეზღუდვის ფუნქცია.
  • აღნიშნული სამუშაოები უნდა შედიოდეს საერთო ფასში. გამონაკლისები და ოპერატორის შესაძლო დამატებითი საფასური მონაწილემ ცალკე უნდა მიუთითოს.
  • შეფასებისას მთავარი იქნება ორივე ობიექტზე ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების დასაბუთებული პოტენციალი, საერთო ბიუჯეტის ეფექტური გამოყენება და აღჭურვილობის ხარისხი.

წარდგენის ვადა: 5 ნოემბერი, 2026 წელი

საკონტაქტო პირი / ელფოსტა: ვლადიმერ სახელაშვილი v.sakhelashvili@sabauni.edu.ge 577347717 (WhatsApp, Viber)

განაცხდები წარდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge

ობიექტების დათვალიერება: წინასწარი შეთანხმებით, საკონტაქტო პირი: გიორგი 591001337

ტენდერის კატეგორია:

  • 09332000 მზის პანელების დამონტაჟება
შეკითხვები