ჩაბარების ვადა:
13 დეკემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3242 - ტენდერი ფაუნის კვლევაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG Copper აცხადებს ტენდერს მონიტორინგის მიზნით ფაუნის კვლევაზე.
- პროექტის განხორციელების ვადებია: 15.12.2017 - 15.01.2018
- ობიექტი : RMG Copper-ის საწარმოო უბნის მიმდებარე ტერიტორია; მდ. მაშავერა
პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:
- კომპანიის შემთხვევაში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და ძირითადი პერსონალის რეზიუმეები
- ძირითადი ექსპერტების განათლება / გამოცდილება
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალებში
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - To: LPirveli@richmetalsgroup.com Cc: NDvali@richmetalsgroup.com
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 13.12.2017
ტენდერის კატეგორია:
- 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა