6 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32424 - ტენდერი სოციალური მედიის სააგენტოს შესარჩევად
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს SOCAR-ისა და Way Mart-ის სოციალური მედიის სააგენტოს შესარჩევად.
კონკრეტული დავალება:
- მომსახურება მოიცავს სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას, კონტენტის შექმნასა და სოცმედია დიზაინების მომზადებას, სოციალური გვერდების მართვას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და მართვას, აუდიტორიასთან კომუნიკაციასა და ანგარიშგებას.
- სააგენტომ უნდა წარმოადგინოს ორივე ბრენდის მომსახურების შეთავაზება, თითოეული ბრენდის მოცულობისა და ღირებულების ცალკე მითითებით.
SOCAR
კომუნიკაცია ძირითადათ მოიცავს საწვავსა და მომსახურებებს, SOCAR-ის აპლიკაციას, ლოიალობის პროგრამას და SOCAR Prime-ს, მომხმარებლებისთვის განკუთვნილ შეთავაზებებს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და კომპანიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებს.
Way Mart
კომუნიკაცია ძირითადათ მოიცავს მაღაზიების ასორტიმენტს, საკვებსა და სასმელებს, ახალ პროდუქტებს, აქციებსა და სეზონურ შეთავაზებებს, ასევე Way Mart-ის პროდუქტების, კვების შეთავაზებებისა და მაღაზიის სერვისების წარმოჩენას.
მიზნები:
- ბრენდების ცნობადობისა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა.
- შეთავაზებებისა და მომსახურებების მარტივად და გასაგებად კომუნიკაცია.
- SOCAR-ის აპლიკაციისა და ლოიალობის პროგრამების მიმართ ინტერესის ზრდა; Way Mart-ის პროდუქტების წარმოჩენა და მაღაზიებში ვიზიტის წახალისება.
- რეგულარული, ხარისხიანი და თითოეულ პლატფორმაზე მორგებული კონტენტის შექმნა.
ორივე ბრენდისთვის უნდა შენარჩუნდეს დამოუკიდებელი ვიზუალური იდენტობა.
სტრატეგია და დაგეგმვა:
- თითოეული ბრენდის სოციალური მედიის სტრატეგიისა და ყოველთვიური კონტენტგეგმის მომზადება.
- საკომუნიკაციო თემების, კამპანიებისა და კრეატიული იდეების შეთავაზება.
კონტენტის შექმნა და გვერდების მართვა:
- პოსტების ტექსტების (ქოფის), სოცმედია დიზაინების, სთორების, მოუშენ ვიდეოებისა და რილსების მომზადება.
- კონტენტის გამოქვეყნება, რეკლამაზე გაშვება, გვერდების მართვა და კომენტარებზე პასუხი.
- კრიზისულ და სენსიტიურ საკითხებზე დამკვეთთან დროული კომუნიკაცია.
რეკლამა და ანგარიშგება:
- კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია.
- ყოველთვიური ანგარიშის მომზადება შედეგებისა და რეკომენდაციების მითითებით.
TikTok-ის სტრატეგია და ბიუჯეტი:
- TikTok-ისთვის ცალკე სტრატეგიისა და კონტენტმიმართულების შემუშავება.
- TikTok-ზე კონტენტის წარმოებისა და სარეკლამო აქტივობებისთვის ბიუჯეტის ცალკე წარმოდგენა.
სტრატეგიაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
- გადაღებები SOCAR-ის სადგურებზე, Way Mart-ის მაღაზიებში, ოფისსა და სხვა შეთანხმებულ ლოკაციებზე.
- საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებზე გამგზავრება, მათ შორის თბილისს გარეთ, შაბათ-კვირას და საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
- გადაღებისთვის საჭირო ტექნიკის უზრუნველყოფა და ობიექტებზე მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვა.
- ვერტიკალური ვიდეოების დამზადება მინიმუმ Full HD ხარისხით, სუბტიტრებისა და გრაფიკული ელემენტების TikTok-ის ფორმატსა და სპეციფიკაზე მორგებით.
- სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ბრენდზე მიმაგრებული კონტენტ კრეატორის ჩანაცვლება, რომ ბრენდის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების/აქტივობის გაშუქება არ შეფერხდეს.
პლატფორმები და საორიენტაციო მოცულობა:
საბოლოო მოცულობა და ფორმატების განაწილება შეთანხმდება შერჩეულ კომპანიასთან
პლატფორმა SOCAR თვეში Way Mart თვეში
- Facebook 15 პოსტი, 12 პოსტი
- Instagram 15 პოსტი, 12 პოსტი
- TikTok 8 ვიდეო, 8 ვიდეო
- LinkedIn 4 პოსტი
SOCAR-ისთვის გათვალისწინებულია Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn. Way Mart-ის ძირითადი არხებია Facebook, Instagram და TikTok;
სააგენტოს შეთავაზებაში უნდა აისახოს:
- მომსახურების პაკეტი და ყოველთვიური ღირებულება თითოეული ბრენდისთვის ცალ-ცალკე, ასევე ჯამური ფასი.
- კონტენტის ფორმატებისა და რაოდენობების ჩამონათვალი;
- პროექტზე გამოყოფილი გუნდი და პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი; შესაბამისი გამოცდილება და პორტფოლიო.
- თითოეული ბრენდისთვის თანამშრომლობის პროცესის აღწერა.
სამუშაო პროცესი:
- დამკვეთი სააგენტოს აწვდის საჭირო ინფორმაციას, სააგენტო კი ამზადებს კონტენტგეგმას და გეგმავს გადაღებებს.
- კონტენტი ქვეყნდება მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემდეგ. სააგენტომ შეთავაზებაში უნდა მიუთითოს დავალებების შესრულების ვადები და შესწორებების პირობები.
- მომზადებული ვიდეოები, ფოტოები და სხვა შეთანხმებული მასალები ინახება დამკვეთისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
- ანგარიშები და სარეკლამო აქტივები რჩება დამკვეთის მართვაში; თანამშრომლობის დასრულებისას შემსრულებელი აბარებს მასალებსა და წვდომებს.
- მასალის გამოყენების უფლებები, მუსიკისა და სხვა მესამე პირის მასალის ლიცენზიები, გადაღებაში მონაწილეთა თანხმობები და კონფიდენციალურობის პირობები უნდა განისაზღვროს შეთავაზებასა და შემდგომ ხელშეკრულებაში.
ფინანსური შეთავაზება და შერჩევა:
ყველა ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის სტატუსის მითითებით. მონაწილემ მკაფიოდ უნდა გამოყოს საბაზო პაკეტში შემავალი მომსახურება, დამატებითი სამუშაოებისა და მესამე პირების ხარჯები.
ფინანსური შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
- თითოეული ბრენდის ყოველთვიურ მომსახურების საფასურს;
- დამატებითი კონტენტის ერთეულის ღირებულებას სოციალური მედიის არხების მიხედვით.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სააგენტოსა და გუნდის შესახებ, შესაბამისი პორტფოლიო, მომსახურების აღწერა და ფინანსური შეთავაზება.
შერჩევის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება:
I ეტაპი — პორტფოლიოს შეფასება: შეფასდება სააგენტოს გამოცდილება, პორტფოლიოს ხარისხი, ბრენდების სპეციფიკის ცოდნა, სამუშაო პროცესის ორგანიზებულობა და ფინანსური შეთავაზება. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან მეორე ეტაპზე გადასვლის მიზნით.
II ეტაპი — პრაქტიკული დავალება: შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ დავალების ბრიფი. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესრულებული დავალების შეფასების საფუძველზე, ბრენდების სპეციფიკის გააზრების, კონტენტის ხარისხისა და სამუშაო მიდგომის გათვალისწინებით
გადახდის პირობები: მოლაპარაკების საფუძველზე
ტენდერის ვადები: 14 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები: 6 თვე
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ანა ბაძაღუა
ტელ: 557430160
ტენდერის კატეგორია:
- 79340000 სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები
მოგესალმებით, გიგზავნით შეკითხვებს: • სატენდერო დოკუმენტში ნახსენებია: გადაღებები სოკარის და Way Mart-ის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის მთელი საქართველოს მასშტაბით - საფასო შეთავაზებაში გავითვალისწინოთ აღნიშნული სერვისების ფასები? • თუ საფასო შეთავაზებაში ლოკაციებზე გადაღების ბიუჯეტიც უნდა შემოგთავაზოთ, გთხოვთ დაგვიზუსტოთ: თვეში რა სიხშირით იგეგმება მსგავსი გადაღებები? რომელი ლოკაციები იქნება ძირითადად გამოყენებული გადაღებებისათვის? • საფასო შეთავაზებაში შევიყვანოთ Digital Advertising - რეკლამისთვის ცალკე ბიუჯეტი გექნებათ გამოყოფილი? შეგიძლიათ დაგვისახელოთ საორიენტაციო მოცულობა? • SMM სააგენტო თავად უშვებს რეკლამას და იხდის თავისის ბარათით თუ კლიენტი digital რეკლამის ხარჯებზე თავისი ბარათიდან დაფარავს? • Meta პლატფორმებზე საორიენტაციოდ მითითებულია თვეში 15 პოსტი. ამ 15 პოსტიდან სტატიკური პოსტების და მოუშენ პოსტების რაოდენობა განსაზღვრულია თუ ჩვენგან ელოდებით შეთავაზებას გადანაწილებაზე? • გავითვალისწინოთ თუ არა Meta პლატფორმებისთვის დამატებით სთორების კონტენტიც? • TikTok რეკლამაში, რილსების რეკლამაზე გაშვებას გულისხმობთ თუ paid influencer ინტეგრაციას. თუ რილსების boosted ads-ზე გაშვება იგულისხმება, გაგვიზიარეთ რეკლამის საორიენტაციო ბიუჯეტი? • Facebook-ისა და Instagram-ის პოსტები ერთი და იმავე კონტენტის ადაპტაციაა (ანუ 15 უნიკალური პოსტი ორივე პლატფორმაზე ერთდროულად), თუ თითოეული პლატფორმისთვის ცალკე უნიკალური მასალა იგულისხმება? • LinkedIn-ის 4 პოსტი ქართულად იგულისხმება, თუ ინგლისურადაც? Note: ედზე გასაშვები პოსტები აუცილებლად ინგლისურად უნდა იყოს. • სეზონურ პერიოდებში (მაგ. ზაფხული, სადღესასწაულო დღეები) მოცულობის ზრდა არის მოსალოდნელი, და ასეთ შემთხვევაში დამატებითი კონტენტი ერთეულის ფასით დაითვლება? • თბილისის გარეთ გადაღებისას მგზავრობისა და ღამისთევის ხარჯები ჩვენს სააგენტოს ფასში უნდა შევიყვანოთ, თუ ფაქტობრივი ხარჯით ცალკე ანაზღაურდება? • საშუალოდ რამდენი ღონისძიება იგეგმება თვეში/კვარტალში, რომლის გაშუქებაც სააგენტოსგან იქნება მოსალოდნელი? • გადაღებებში SOCAR-ის/Way Mart-ის თანამშრომლებისა და მომხმარებლების მონაწილეობაც იგულისხმება? ასეთ შემთხვევაში თანხმობის ფორმებს დამკვეთი უზრუნველყოფს? • მუსიკის ლიცენზია, სტოკ-მასალა, მოდელები ან ინფლუენსერები ცალკე ინვოისდება ფაქტობრივი ხარჯით, თუ საბაზო პაკეტში უნდა ჩაიდოს? • არსებობს თუ არა საორიენტაციო ბიუჯეტი სააგენტოს მომსახურებისთვის თითო ბრენდზე, რომლის ფარგლებშიც შეთავაზება უნდა ჩამოვაყალიბოთ? • 6-თვიანი ხელშეკრულება გაგრძელების შესაძლებლობით არის გათვალისწინებული? • მეორე ეტაპის პრაქტიკული დავალება რა მოცულობისაა, რა ვადა გვეძლევა და არის თუ არა ანაზღაურებადი? • შეფასების კრიტერიუმებს შორის (ფასი, პორტფოლიო, გამოცდილება) წონები განსაზღვრულია? წინასწარ გიხდით მადლობას.