6 ნოემბერი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარეT32473 - ტენდერი შპს „მესხეთის“ ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: მესხეთი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 ნოემბერი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს მესხეთი აცხადებს ტენდერს შპს „მესხეთის“ ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის სამუშაოებზე.
საკადასტრო კოდი: 01.19.26.006.017
სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, ა. იუმაშევის ქ. N16
1. ტექნიკური აღწერილობა და სამუშაოთა მოცულობა
ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს შპს „მესხეთის“ ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ობიექტების დემონტაჟი:
ადმინისტრაციული შენობა:
ა) შენობა- ერთსართულიანი #1/1 შენობის საერთო ფართი დაახლოებით - 2736.76კვ.მ. გაბარიტი: 55.40x49.40
ბ) 3-სართულიანი ნაგებობა საერთო ფართი დაახლოებით 2970.45 გაბარიტი: 61.5x16.10
გ) ერთსართულიანი შენობა საერთო ფართი- 130.56 მ2 #4 გაბარიტი: 23.60x6.50
სადემონტაჟო სამუშაოები უნდა მოიცავდეს:
- შენობა-ნაგებობების სრულ დანგრევას და დაშლას;
- ნებისმიერი არსებული საინჟინრო კომუნიკაციის (წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, გაზი და სხვ.) უსაფრთხოიზოლირებას, ჩახსნასა და დალუქვას;
- დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენების სრულ ტრანსპორტირებასა და გატანას ტერიტორიიდან(კანონმდებლობით ნებადართულ ნაგავსაყრელზე).
2. ძირითადი მოთხოვნები კონტრაქტორის მიმართ
სამართლებრივი სტატუსი და რეგისტრაცია: პრეტენდენტი კომპანია სავალდებულოა იყოს რეგისტრირებული სსიპსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში, ასევე ოფიციალურად ჰქონდეს დაფიქსირებულიშესაბამისი აქტივობა საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში (შესაბამისი NACE კოდით, რომელიცფარავს დემონტაჟისა და სამშენებლო სამუშაოების პროფილს).
შრომის უსაფრთხოება: დემონტაჟის პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სრულად წარმოადგენსკონტრაქტორის პასუხისმგებლობას. კონტრაქტორი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობისას ობიექტზემუდმივად (უწყვეტ რეჟიმში) ყავდეს აკრედიტებული/სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც გააკონტროლებს უსაფრთხოების წესების დაცვას და პერსონალის ეკიპირებას.
სტანდარტების დაცვა: სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და უსაფრთხოებისნორმების, სტანდარტებისა და დამკვეთის შიდა რეგულაციებისა და კრიტერიუმების დოკუმენტის სრული დაცვით.
გადაწყვეტილებების შეთანხმება: კონტრაქტორი ვალდებულია ყველა მნიშვნელოვანი საოპერაციო თუ ტექნიკურიგადაწყვეტილება წინასწარ შეათანხმოს დამკვეთთან და მიიღოს მისგან წერილობითი დასტური.
მასალები და ინვენტარი: მშენებლობის/დემონტაჟის პროცესში გამოსაყენებელი ნებისმიერი მასალა თუ დამხმარეინვენტარი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
დოკუმენტბრუნვა: კონტრაქტორი ვალდებულია მშენებლობის ყველა ეტაპზე აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები, ეტაპების მიღების ოქმები და ადგილობრივი კანონმდებლობით მოთხოვნილი სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია.
ანგარიშგება და ხარისხი: კონტრაქტორმა უნდა აწარმოოს ყოველდღიური სამუშაოების ჟურნალი/უწყისი დამოთხოვნისთანავე წარუდგინოს დამკვეთს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
3. პირობები
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ, სატენდერო წინადადებაში მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული უმოკლესი და რეალური ვადა კალენდარულ დღეებში.
გადახდის პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულების, ორმხრივიმიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე(ეტაპობრივი ავანსირების გარეშე).
ტექნიკური შესაბამისობა: წინადადება უნდა შეესაბამებოდეს თანდართულ დოკუმენტაციას და ადგილობრივეროვნულ სამშენებლო რეგულაციებს
4. სატენდერო წინადადების შემადგენლობა
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პაკეტი სავალდებულოა მოიცავდეს:
- დეტალურ კომერციულ წინადადებას (ხარჯთაღრიცხვას);
- სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმა-გრაფიკს (ეტაპების მიხედვით);
- სამეწარმეო რეესტრის განახლებულ ამონაწერს და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის მონაცემებს (NACE კოდისმითითებით);
- ობიექტზე დასანიშნი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს.
5. წინადადებების მიღების პირობები და ვადები
ტენდერში მონაწილეობის მზაობის დადასტურებისა და სატენდერო წინადადების ელექტრონულ ფოსტაზე apolonsx@gmail.com გამოგზავნის საბოლოო ვადაა: 06.11.2026, 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები