ჩაბარების ვადა:

3 ნოემბერი 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32496 - ფასთა კვლევა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 ნოემბერი 2026 დრო 16:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ფასთა კვლევას სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება)

GWP-ის ინფრასტრუქტურა განთავსებულია დაახლოებით 150 საკადასტრო კოდის ფარგლებში, ხოლო წყალმომარაგების ქსელის ჯამური სიგრძე საორიენტაციოდ 4 800 კმ-ს შეადგენს.

ინფრასტრუქტურა მდებარეობს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:

  • დუშეთის მუნიციპალიტეტი
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი
  • ქალაქი თბილისი
  • ქალაქი რუსთავი
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი

შესყიდვის მიზანია შეირჩეს კვალიფიციური საექსპერტო ბიურო/კომპანია (შემდგომში - „შემსრულებელი“), რომელიც შეაფასებს წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობას და მოამზადებს შესაბამის საექსპერტო დასკვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებისთვის − მათში სასმელი წყლის მოპოვებასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (სათავე ნაგებობა, გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო) ან/და მოწყობილობა-დანადგარის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;
  • სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებისთვის – მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის უსაფრთხო (სასმელი წყლის ხარისხი), უწყვეტი (სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება) და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე;

შეფასების ძირითადი მოთხოვნები და პირობები მოცემული არის თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.  

1.3  განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის შევსების გზით, როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფაილში.

ფასი მოცემული უნდა იყოს ლარში, დღგ-სა და საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით.

1.4 სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა

ფასთა კვლევის შემდეგ ჩატარდება ტენდერი, რომლის გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება. საბოლოო შეფასების ანგარიში წარმოდგენილ იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 25 დეკემბრისა,თუმცა ყველა დაინტერესებულ კომპანიას/პირს ექნება საშუალება დააფიქსიროს ანგარიშის წარმოდგენის გონივრული ვადა.

1.5 სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

ტექნიკური დავალების შესაბამისად. 

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

ავანსის მოთხოვნა განიხილება არაუმეტეს ჯამური თანხის 30%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის უზრუნველყოფით. 

1.7  პრეტენდენტის მიერ ფასთა კვლევაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

1. დანართი N1 - ფასების ცხრილი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-სა და საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით. 

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 ნოემბერი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
შესყიდვების სპეციალისტი
მობ.: +995 599 19 25 00
kekandelaki@gwp.ge

საკონტაქტო პირი: ბექა ჩიხლაძე
ინტეგრირებული მართვის სისტემის დეპარტამენტის უფროსი
მობ.: +995 555 45 68 03
bchikhladze@gwp.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71620000 მომსახურებები ანალიზის სფეროში
  • 71631000 მომსახურებები ტექნიკური შემოწმების სფეროში
შეკითხვები