5 ნოემბერი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარეT32500 - ტენდერი Gigabit Ethernet Access Switches-ის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: პაშა ბანკი საქართველო
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს Gigabit Ethernet Access Switches-ის შესყიდვაზე.
მოთხოვნების მოკლე შინაარსი:
ტექნიკური დავალება - Gigabit Ethernet წვდომის კომუტატორები (სულ 9 ცალი)
| ტიპი | პორტები | PoE | რაოდ. |
| Type A | 24 × 1G + 4 × 10G SFP+ | არა | 2 |
| Type B | 48 × 1G + 4 × 10G SFP+ | არა | 3 |
| Type C | 24 × 1G PoE+ + 4 × 10G SFP+ | 24-ვე პორტზე | 4 |
- აპარატურა: 1RU, ორი სლოტი კვების ბლოკისთვის, სტეკირება, ცალკე მართვის პორტი. A და B ტიპის კომუტატორები უნდა იყოს მოწოდებული ორ-ორი კვების ბლოკით, C ტიპზე მეორე ბლოკი არაა სავალდებულო.
- ფუნქციები: L2/L3 (VTP, PAgP/LACP, PVST+, OSPF, EIGRP stub), უსაფრთხოება (802.1X, MACsec), მონიტორინგი (NetFlow/IPFIX). მართვა მხოლოდ ლოკალური, ქლაუდის გარეშე.
- ლიცენზია და მხარდაჭერა: 60 თვე, მწარმოებლის მხარდაჭერით. მომწოდებელი უნდა იყოს პასუხისმგებელი დაზიანებული აპარატურის ჩანაცვლებაზე, უნდა უზრუნველყოფს პირველი დონის მხარდაჭერა. მწარმოებლის support.
დეტალური ტექნიკური მახასიათებლები წერილს თან ახლავს(Technical Specification - Access Switches).
ჩვენ შესახებ:
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ტენდერი წარმოდგენილია ერთ ეტაპად:
ტენდერში მონაწილე მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ:
- ხელმოწერილი დანართები №2 და №3, თანდართული ფორმების შესაბამისად;
- მწარმოებლის ავტორიზაციის დამადასტურებელი წერილი;
- რეკომენდაცია ბოლოს სამი წლის;
- მოთხოვნილ ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია და შესაბამისი მწარმოებლის დოკუმენტაციაზე მითითებები;
- სატენდერო წინადადება ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც მოიცავს ფასებს ლარში (GEL), დღგ-ის ცალკე მითითებით, მიწოდების ვადას, შეთავაზების მოქმედების პერიოდსა და სხვა შესაბამის კომერციულ პირობებს;
- ხელშეკრულების სამუშაო ვერსია (დრაფტი).
სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
შეფასების კრიტერიუმებია:
- შემოთავაზებული ფასი
- პირობები
სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა, რომელიც მოიცავს პირველად ტექნიკურ ინფომაციას 05 ნოემბერი, 2026წ. 12:00 საათი;
დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
ანა ქავთარაძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
ტელ.: + 995 322 265 000
tenders@pashabank.ge;
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 30237280 ენერგომომარაგების აქსესუარები
- 32420000 ქსელური მოწყობილობები