12 ნოემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32513 - ტენდერი ქსელური სვიჩების (Access Switch) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 29 ოქტომბერი 2026 დრო 17:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 ნოემბერი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ (ს/კ 205150352)აცხადებს ტენდერს ქსელური სვიჩების (Access Switch) შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა |
| Access Switch, 48 x 1GE PoE+ | 2 |
| Access Switch, 24 x 1GE PoE+ | 3 |
ტექნიკური მახასიათებლები (Technical Requirements):
Lifecycle:
- No officially announced EoS/EoL status or date.
- Minimum 5 years of manufacturer support remaining from the date of delivery.
Hardware:
- Access Ports: 48/24 x 1GE RJ-45.
- Uplink Ports: Minimum 2 x 1/10GE SFP/SFP+ ports per switch.
- PoE: IEEE 802.3at (PoE+), minimum 370 W PoE budget per switch.
- Power: 2 hot-swappable, redundant power supplies, including EU power cords.
- Form Factor: 1 RU, rack-mount kit included.
- Transceivers: SFP/SFP+ transceiver modules are not included in this procurement.
Features:
- IEEE 802.1Q VLAN
- RSTP/MSTP
- SNMP
- Link Aggregation
- CDP/LLDP
- Port Security
License and Support:
- Perpetual license, where available; otherwise, the lowest licensing tier.
- Support contract covering technical support and software downloads: 3-year and 5-year options (both options must be quoted).
- Warranty: Standard manufacturer warranty.
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
ანაზღაურება - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
მოწოდების მისამართი - ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. #106.
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- ფასების ცხრილში თითოეულ პოზიციაზე მითითებული უნდა იყოს მოდელი და Part Number (მოწყობილობა, ლიცენზია, საპორტი);
- შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა პოზიციაზე ერთად; ნაწილობრივი შეთავაზება არ განიხილება;
- Support-ის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ვარიანტით - 3 და 5 წელი. დამკვეთი აირჩევს ვარიანტს და შეფასება მოხდება არჩეული ვარიანტის ჯამური ღირებულებით. ერთიანობისთვის tenders.ge-ს სისტემაში ყველა მონაწილემ უნდა მიუთითოს ვარიანტი 1-ის (3 წელი) ჯამური ღირებულება;
- შეთავაზების მოქმედების ვადა - არანაკლებ 30 კალენდარული დღე შემოთავაზების მიღების ბოლო ვადიდან;
დანართი N3- ინფორმაცია ანალოგიური საქონლის მოწოდების შესახებ;
ტექნიკური დოკუმენტაცია - შემოთავაზებული მოდელების მწარმოებლის ტექნიკური სპეციფიკაცია (Datasheet);
ავტორიზაციის დადასტურება - მწარმოებლის ავტორიზებული პარტნიორის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF).
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება გაფორმდება იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოადგენს ყველაზე დაბალ ფასს;
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
- დამკვეთი უფლებამოსილია მონაწილეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია;
- არასრული დოკუმენტაციის ან სატენდერო ტექნიკური მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის შემთხვევაში მონაწილე შესაძლებელია დისკვალიფიცირდეს;
- მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი, ორიგინალი და ქარხნულ შეფუთვაში;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით - ავანსი საბანკო გარანტიის გარეშე არ გაიცემა. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება;
- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად, თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის, გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 32400000 ქსელები