ჩაბარების ვადა:

12 ნოემბერი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32550 - ბაზრის კვლევა ქოუჩინგ სერვისებზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 4 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 ნოემბერი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 4 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ბაზრის კვლევის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ბაზრის კვლევას ქოუჩინგ სერვისებზე.

ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ბაზრის კვლევის მსვლელობის პერიოდში.
  • ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა;
  • წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ;
  • ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს, ან გამოაცხადებს მეორე ტურს.

ზოგადი ინფორმაცია 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ქოუჩინგ სერვისებზე. ბანკი მიზნად ისახავს გამოავლინოს ბაზარზე არსებული ორგანიზაციები და ინდივიდუალური ფიზიკური პირები, რომლებსაც შეუძლიათ ბანკის თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური/ჯგუფური/გუნდური ქოუჩინგ სესიების ჩატარება. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.

ბაზრის კვლევის მოთხოვნები:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისების დეტალური აღწერა:

1.სერვისების აღწერა

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ქოუჩინგ სერვისების დეტალური აღწერა, მათ შორის:

  • ინდივიდუალური/ჯგუფური/გუნდური ქოუჩინგის ფორმატი (ფიზიკური)
  • სესიის ხანგრძლივობა და რეკომენდებული სიხშირე.
  • ჯგუფში მონაწილეთა რეკომენდებული რაოდენობა.
  • ქოუჩინგის თემატური მიმართულებები (მაგ. გუნდური ეფექტიანობა, ლიდერობის განვითარება, ცვლილებების მართვა, გუნდური კომუნიკაცია და სხვ.).
  • სესიების სავარაუდო რაოდენობა სრული პროგრამის ფარგლებში.

2. ფასები და სატარიფო მოდელები

  • ერთი ჯგუფური/გუნდური/ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიის ღირებულება. ჯგუფის შემთხვევაში ჯგუფის ზომის მიხედვით (მაგ. 5, 10, 15+ მონაწილე).
  • კორპორატიული პაკეტური შეთავაზებები, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური/ჯგუფური : მაგ. 5, 10 ან 20 სესიის პაკეტი.
  • მორგებული ქოუჩინგ პროგრამის შემუშავებისა და ჩატარების სავარაუდო/ინდიკატური ღირებულება (მაგ. ქოუჩის დღიური განაკვეთი).

ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით.

3. ქოუჩის კვალიფიკაცია და გამოცდილება

  • ქოუჩის პროფესიული ბიოგრაფია (CV) და ჯგუფური/გუნდური ქოუჩინგის პრაქტიკული გამოცდილება.
  • საერთაშორისო საქოუჩინგო სერტიფიკატები (მაგ. ICF — International Coaching Federation, EMCC და სხვ.).
  • საბანკო ან ფინანსური სექტორის ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • შესაბამისი სერტიფიკატები და კვალიფიკაციები. 

წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ.);
  • შემოთავაზება PDF დოკუმენტის სახით.
  • ტრენერ(ებ)ის CV
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის12 ნოემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

მარიამ კვაჭაძე
ტელ: 555 55 78 38
mkvatchadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები
  • 79998000 წრთვნასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები