ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32580 - ტენდერი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის D და E ბლოკების ფასადის მოპირკეთების სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს ნექსთ ფროფერთი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნექსთ ფროფერთი“ აცხადებს ტენდერს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში არსებული D და E ბლოკების ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესასრულებლად.სამუშაოები თითოეულ ბლოკში უნდა განხორციელდეს პარალელურ რეჟიმში. კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს თითოეული ბლოკისთვის ცალკე სამუშაო ჯგუფის მობილიზება.

კომპანია “ნექსთი“ საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში თანამედროვე, უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, მათ შორის — საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels & Resorts-თან პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს, ასევე შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-ჰოტელებს, ვილებსა დაბიზნეს-აპარტამენტებს.

დღეისათვის „ნექსთი“ ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან, რაც კომპანიის საერთაშორისო მასშტაბსა და გლობალურ გამოცდილებას უსვამს ხაზს.

სამშენებლო სამუშაოები შპს “ნექსთ ფროფერთი“-ს ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. მშენებლობაში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს:

  • ვენტილირებადი ფასადის მოწყობას (საფასადე აგურითა და შესაბამისი GRS ბორდით);
  • აივნის ფასადის კედლის კერამიკული ფილებით მოპირკეთებას;
  • აივნის ჭერის გარდექსის ფილებით მოპირკეთებას;
  • შუშის მოაჯირის პროფილის მონტაჟი;
  • აივნის საჩრდილობლის მონტაჟი;
  • აივნის ჩარჩოს კომპოზიტური პანელებით მოპირკეთებას;
  • ცოკოლის გრანიტით მოპირკეთებას.

დამკვეთი უზრუნველყოფს მოსაპირკეთებელი მასალებით ობიექტის მომარაგებას და სართულზე მიწოდებას.

მოცულობები წარმოდგენილია თანდართულ Excel-ის ფაილში.

სამუშაოების ობიექტი და ადგილმდებარეობა

  • სამუშაოების შესრულების ადგილია: ალ. წურწუმიას 10/12, თბილისი, საქართველო.
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთის მიერ გადაცემული პროექტის, ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციების, მოცულობების უწყისისა და სხვა სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანია უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
  • ტენდერში მონაწილე იურიდიულ პირს 2021 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარდგენის დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოები.
  • აღნიშნულ პერიოდში შესრულებული მსგავსი სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარისა.
  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
  • მონაწილემ ასევე უნდა დაადასტუროს, რომ გააჩნია სამუშაოების პარალელურ რეჟიმში შესრულებისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსი.
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი გამოცდილი პროექტის მენეჯერი ან სამუშაოთა მწარმოებელი, რომელსაც ფასადის მოპირკეთების სამუშაოების მართვის გამოცდილება აქვს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მინიმუმ 2 (ორი) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მათი საკონტაქტო ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და კომპანიაში დაკავებული პოზიციების მითითებით;
  • სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ; (წარმოსადგენია მეორე ეტაპზე)
  • კომერციული შეთავაზება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებს, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამუშაოების შესრულების პირობებისა და საგარანტიო პერიოდის შესახებ; (უნდა შეივსოს ექსელის ფაილი)
  • გადახდის პირობები, მათ შორის, ავანსის პროცენტული მაჩვენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.
  • შესრულებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი, გაწეული მომსახურების მოკლე აღწერით, საერთო ღირებულებისა და შესრულების პერიოდის მითითებით;
  • მინიმუმ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც გაცემულია ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

სატენდერო წინადადების ღირებულება:

  • სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს დანარიცხებს, დღგ-ს, ტრანსპორტირებისა და ხელობის ფასს; (უნდა შეივსოს ექსელის ფაილი)
  • სატენდერო წინადადების ღირებულება ასევე უნდა მოიცავდეს სამუშაოების შესრულებისას ხარისხისა და სისუფთავის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა სახარჯი მასალის შეძენისა და გამოყენების ხარჯებს. ასევე კონტრაქტორი საკუთარი ხარჯებით, ვალდებულია, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შეიძინოს და შეინარჩუნოს ძალაში მყოფი ადეკვატური სადაზღვევო პოლისები.
  • დამკვეთი უზრუნველყოფს ხარაჩოს, ამწის/ამწევი კალათის მომსახურებას. 

სამუშაოების მიღება:

სამუშაოების დაწყებამდე კონტრაქტორი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგია (Method Statement), საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების ეტაპების მიხედვით.

გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეებს შორის გაფორმებული/ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესრულების დასამტკიცებლად კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ფორმა-2, და სამუშაოსსპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

დამკვეთის მიერ სამუშაოების შუალედური მიღება არ ათავისუფლებს კონტრაქტორს პასუხისმგებლობისგან საბოლოო ხარისხსა და საგარანტიო ვალდებულებებზე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულად და მიწოდებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მას დაამტკიცებს დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

სამუშაოების სრული შესრულებისა და მიღების საფუძველზე, მხარეები აფორმებენ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს.

საგარანტიო ვადა:

შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადას უზრუნველყოფს კონტრაქტორი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 12 თვეს უნდა შეადგენდეს. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს უკეთესი საგარანტიო ვადა, რაც ჩაითვლება კონკურენტულ უპირატესობად. თუ არსებობს გარანტიის გამონაკლისები/ტექნიკური პირობები, წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

ფინანსური გარანტია:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია წინასწარი გადახდის (საავანსო თანხის) მოთხოვნის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი ავანსი დაცული უნდა იყოს საბანკო გარანტიით. ავანსისუზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იმოქმედებს წინასწარი თანხის შესაბამისი სამუშაოების მიღებამდე, რაც დადასტურდება ზემოაღნიშნული წესით დადებული მიღება-ჩაბარების აქტით;
  • კონტრაქტორი ვალდებულია წარმოადგინოს ხარისხის უპირობო გარანტია ხელშეკრულების/შესრულებული ჯამური ღირებულების არანაკლებ 5%-ზე, მინიმუმ 12 თვის ვადით და თარიღი დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან.
  • საბანკო გარანტიები გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკის ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ.

გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების დაცვა:

სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნების და სახელმწიფო უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვა. კონტრაქტორს უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ობიექტზე.

კონტრაქტორი პასუხისმგებელია ობიექტზე მის მიერ განხორციელებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. კონტრაქტორი ვალდებულია, თავისი ოპერაციები განახორციელოს ობიექტზე მოქმედი უსაფრთხოების, შრომის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ყველა რეგულაციის დაცვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვეთი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორის სამუშაოები წარმოადგენს მაღალ რისკებს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების თვალსაზრისით და უნდა მიეცეს რჩევა სიტუაციის მართვის შესაბამისი ზომების შესახებ. ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების ნებისმიერი დარღვევა იწვევს ფინანსურ ჯარიმას დამკვეთის მხრიდან.

სატენდერო წინადადება:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2026 წლის 16 ნოემბრისა.
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგ მისამართებზე: L.vakhtangishvili@nextgroup.ge
     tenders@nextgroup.ge
  • სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული კომპანიის დირექტორის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ფასის შეთავაზება და გრაფიკები უნდა იყოს გამოყენებული Excel-ისდა/ან Microsoft Project-ის ფორმატში

კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს მისი წარდგენიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • *შპს „ნექსთ ფროფერთი“ არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების ხარჯებს. 
  • ტენდერის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე: l.vakhtangishvili@nextgroup.ge
     tenders@nextgroup.ge
  • ობიექტზე ვიზიტის შესათანხმებლად დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე:  595 50 80 23 დათო

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
შეკითხვები