ჩაბარების ვადა:
11 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32582 - ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატების მომსახურების 2 წლიან შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 4 ნოემბერი 2026 დრო 17:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 ნოემბერი 2026 დრო 18:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს 10 სერვისცენტრში სწრაფი გადახდის აპარატების 2 წლიან მომსახურებასთან დაკავშირებით.
სერვის ცენტრების მისამართები:
- მარნეულის რაიონი, ქუთლიარის საკრებულო (წითელი ხიდი) (ს/კ 83.07.11.116)
- მარნეულის რაიონი, სოფელი სადახლო (ს/კ 83.16.10.330)
- დმანისის რაიონი, სოფელი გუგუთი (ს/კ 82.02.42.219)
- ლაგოდეხის რაიონი სოფ.მაწიმი (ს/კ 54.02.53.391)
- ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქუჩა, სასმელი წყალსაცავის გვერდზე (ს/კ 65.11.34.004)
- ადიგენის რაიონი, სოფელი არალი, (ს/კ 61.13.31.014)
- ახალქალაქის რაიონი, სოფელი კარწახი (ს/კ 63.24.33.063)
- ქ. ბათუმი, აფსაროსის 47ა (ს/კ 05.36.22.012)
- სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი სოფ.არშა (ს/კ74.03.26.636)
- სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი სოფ. ფანშეტი (ს/კ 74.03.14.281)
აუცილებელი მოთხოვნები:
- გადახდის აპარატიდან შესაძლებელი უნდა იყოს დამატებითი საკომისიოს გარეშე თანხის “ცენტრის” ანგარიშზე შეტანა, რომელიმე ქვემოთ მითითებული კომერციული ბანკის ანგარიშზე
- საქართველოს ბანკი,
- ლიბერთი ბანკი
- თიბისი ბანკი - აღნიშნული ტრანზაქცია ანგარიშზე უნდა აისახოს განხორციელებიდან იმავე დღეს ინდივიდუალურად, გადახდის აპარატის იდენტიფიკატორის მითითებით.
- მომსახურე კომპანიას უნდა შეეძლოს ყველა გადახდის აპარატში არსებული ფულადი ნაშთის მონიტორინგი მიმდინარე რეჟიმში და საჭიროების შემთხვებაში განახორციელოს ინკასაცია, მანამ სანამ გაივსება აპარატი. აპარატის ნებისმიერი მიზეზით მუშაობის დაყოვნება არ უნდა აჭარბებდეს ერთ სამუშაო დღეს
- თითო ფილიალისთვის გამოყოფილი უნდა იყოს 1 (ერთი) აპარატი.
- დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დამატებითი აპარატის მიწოდება და განთავსება ცენტრის ნებისმიერ ფილიალში
პრეტენდენტის მიერ წინადადება შემოთავაზებული უნდა იყოს 2 წლიან მომსახურებაზე.
შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მოქმედი იქნება 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
ასატვირთი დოკუმენტაცია:
შევსებული, ხელმოწერილი და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ფასების ცხრილი, ატვირთულიდოკუმენტის (ფასების ცხრილის) მიხედვით (ყოველთვიური და 2 წლიანი მომსახურებისსაფასური დღგ-ს ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 11 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი
მობ: 591404046
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა