20 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32616 - ტენდერი ელექტრო პროდუქციის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სან პეტროლიუმ ჯორჯია აცხადებს ტენდერს ელექტრო პროდუქციის შესყიდვაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
- იხილეთ თანდართული ფაილები
- მიწოდება ქ.თბილისი წყალსადენის 13#
შესყიდვისას გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები და პირობები:
1. პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი
მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზებული პროდუქციის წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი.
2. რეალიზაციის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შეთავაზებული პროდუქციის გაყიდვის უფლებამოსილებას.
3. საგარანტიო პირობები
- სანათებზე — არანაკლებ 1 წელი;
- ელექტრომოწყობილობებზე — არანაკლებ 3 წელი.
4. ეტაპობრივი შესყიდვა და მიწოდება
კომპანია „გალფი“ აღნიშნული საქონლის შესყიდვას წლის განმავლობაში, საჭიროებების შესაბამისად, ეტაპობრივად განახორციელებს. შესაბამისად, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის ეტაპობრივი მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
5. პროდუქციის ავთენტურობისა და შესაბამისობის შემოწმება
პროდუქციის ყოველი მიწოდებისას უნდა განხორციელდეს მოწოდებული მასალების შედარება სატენდერო პაკეტში წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ტექნიკურ მახასიათებლებთან, რათა დადასტურდეს პროდუქციის ავთენტურობა და სატენდერო პირობებთან სრული შესაბამისობა. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი უნდა დაზუსტდეს პროდუქციის მიღებამდე.
6. ფასების ფიქსაცია და გადახედვის პირობები
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შეთავაზებული პროდუქციის ფასების ფიქსაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ფასების გადახედვა დასაშვებია მხოლოდ მომწოდებლის ოფიციალური წერილობითი მომართვის საფუძველზე, შესაბამისი გარემოებებისა და ფასის ცვლილების აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. ფასის ცვლილება ექვემდებარება შემსყიდველის განხილვასა და წინასწარ წერილობით თანხმობას.
7. ელექტრო კაბელების ტექნიკური მახასიათებლების დადასტურება
ელექტრო კაბელების მიწოდებისას მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში მოქმედი აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ცნობა, რომელიც დაადასტურებს წარმოდგენილი კაბელების ტექნიკურ მახასიათებლებსა და მათ შესაბამისობას მოთხოვნილ სპეციფიკაციებთან.
გთხოვთ, აღნიშნული მოთხოვნები გაითვალისწინოთ კომერციული შეთავაზების მომზადების, სატენდერო პირობების განსაზღვრისა და საქონლის მიწოდების პროცესში.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასის ცხრილი
- ანგარიშსწორების პირობა
- გამოცდილება
- რეკომენდაციები
- საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში
კონვერტზე უნდა მიეთითოს:
- ტენდერის დასახელება და ტენდერის ნომერი (რომელიც მინიჭებული აქვს ტენდერს)
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი)
- მიმღების დასახელება (ტენდერების სამსახური)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მისამართი: ვაკე ჭავჭავაძის გამზ #34, პიქსელის შენობა, 6 სართული გალფის ოფისი
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 20.11.2026 (18:00 PM)
- გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები და გამოცდილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტენდერების სამსახურის უფროსი
სოსო ქარსელაძე
მობ: 577 00 49 49
s.karseladze@gulf.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31154000 უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები
- 31212000 წრედის გამთიშველები/ავტომატური ამომრთველები
- 31213000 გამანაწილებელი მოწყობილობები
- 31220000 ელექტროწრედის კომპონენტები
- 31321210 დაბალი ძაბვის კაბელი
- 31431000 ტყვიამჟავური აკუმულატორები