ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32619 - ფასთა გამოკითხვა გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს არმორ გრუპი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „არმორ გრუპი“ გეგმავს ქ. თბილისში, მუხიანი/გლდანის არეალში, მრავალფუნქციური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებას და აცხადებს ელექტრონულ ფასთა გამოკითხვას „გაყიდვები / მარკეტინგი — პროდუქტის, ფასების, CRM, გაყიდვების და დებიტორების მართვის“ მომსახურების შესყიდვის მიზნით.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები.

1. ტენდერის მიზანი

შერჩეულმა ვენდორმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ბაზრისთვის კონკურენტუნარიან პროდუქტად ჩამოყალიბება, ბაზრისა და კონკურენტების კვლევა, პროდუქტისა და ფასების სტრატეგია, ბრენდინგი/მარკეტინგი, გაყიდვების პროცესის ორგანიზება და მართვა, CRM პროცესების ჩამოყალიბება, დებიტორული დავალიანებების კონტროლის მოდელის შექმნა, გაყიდვების შემდგომი მომსახურება და ერთიანი ანალიტიკა/ანგარიშგება.

2. პროექტის ძირითადი მონაცემები

პარამეტრი მონაცემი
მდებარეობა თბილისი, მუხიანი / გლდანი
საკადასტრო კოდი 01.72.13.367.019
მიწის ფართობი 8,193 მ²
არსებული K2 2.5
მიზნობრივი K2 4.5 — დასამტკიცებელი პარამეტრი
K2=4.5-ის შემთხვევაში მაქს. საანგარიშო ფართი 36,868.5 მ²
შენობის სართულიანობა პირველადი მონაცემებით: მიწისქვეშა სართილი 3, მიწის ზედა სართული 16
სავარაუდო საცხოვრებელი ფონდი დაახლოებით 500 ბინა — საორიენტაციო
სავარაუდო კომერციული ფართი დაახლოებით 3,000 მ² — საორიენტაციო
გაყიდვების საორიენტაციო პერიოდი 24–32 თვე


3. სამუშაოს მოცულობა (Scope of Work)

3.1. ბაზრისა და კონკურენტების კვლევა

  • მუხიანი/გლდანის და შედარებადი კონკურენტული არეალის მოქმედი და დაგეგმილი საცხოვრებელი/მრავალფუნქციური პროექტების კვლევა.
  • კონკურენტების საბინაო ფონდი, დარჩენილი მარაგი, ფასი/მ², ბინების ფართობები და unit mix, ტექნიკური მახასიათებლები, გაყიდვების სავარაუდო ტემპი.
  • გადახდის/განვადების პირობები, ბანკის დაფინანსება, ფასდაკლებები/პრომოები, პარკინგი, სათავსოები და კომერციული ფართების პირობები.
  • ახალი ნებართვების/მომავალი კონკურენციის შეფასება და ლოკაციის კომერციული უპირატესობებისა და გამოწვევების ანალიზი.

3.2. პროდუქტის საბოლოო ფორმირება

  • სამიზნე მომხმარებლის სეგმენტების და პროექტის positioning-ის განსაზღვრა.
  • ბინების ტიპების, unit mix-ის, ფართობების, layout-ების, აივნების/ტერასების და საერთო სივრცეების კომერციული ოპტიმიზაცია.
  • არქიტექტორისთვის კომერციული რეკომენდაციების მომზადება ტექნიკურ/არქიტექტურულ პასუხისმგებლობაში ჩარევის გარეშე.
  • კომერციული/საოფისე ფართების, პარკინგის და სათავსოების პროდუქტის/ფასის მოდელი.
  •  K2=4.5 / 36,868.5 მ² მაქსიმალური სცენარის კომერციული მოდელი — საცხოვრებელი, კომერციული/საოფისე, პარკინგი, სათავსო, საერთო/ტექნიკური და სავარაუდო გაყიდვადი/არაგაყიდვადი ფართების გამოყოფით.

3.3. ბრენდინგი, მარკეტინგი და ვიზუალური მასალები

  • პოზიციონირება, სახელწოდება, ლოგო, ვიზუალური იდენტობა და Brand Guideline.
  • ვებგვერდის კონცეფცია/შექმნა ან შესაბამისი ვენდორის კოორდინაცია.
  • Social Media, digital/performance marketing, მედია გეგმა, კამპანიების კალენდარი და launch plan.
  • ბეჭდური/გარე რეკლამა, ობიექტის ბანერები, ფოტო/ვიდეო კონტენტი.
  • ექსტერიერის, ეზოს, საერთო სივრცეების, ტიპური ინტერიერების, 2D/3D გეგმებისა და საჭირო ვიდეორენდერების მომზადება/კოორდინაცია.
  • Media Budget და სააგენტოს/მენეჯმენტის საფასური შეთავაზებაში უნდა იყოს წარმოდგენილი ცალ-ცალკე.

3.4. ფასწარმოქმნის მოდელი

  • Unit-level pricing matrix ყველა გასაყიდ ერთეულზე: სართული, ხედები, ორიენტაცია, layout, corner, აივანი/ტერასა, ფართობი, პარკინგი, სათავსო და გაყიდვის ეტაპი.
  • საწყისი ფასი, ფასის ზრდის ეტაპები, მინიმალური დასაშვები ფასი, ფასდაკლების უფლებამოსილების დონეები და პრომო პირობები.
  • განვადების, reservation, cancellation/refund და განსაკუთრებული კომერციული პირობების მოდელი — Finance/Legal approval-ის გათვალისწინებით.

3.5. გაყიდვების პროცესი და CRM

CRM-ში უნდა აისახოს გაყიდვის სრული ციკლი: Lead → დაკავშირება → კვალიფიკაცია → შეხვედრა/ჩვენება → შეთავაზება → ჯავშანი → ხელშეკრულება → გადახდის გრაფიკი → გადახდა → ჩაბარება → After Sale.

  • Lead capture, lead source tracking, qualification, ზარებისა/მიმოწერის ისტორია და ვიზიტების დაგეგმვა.
  • შეთავაზების, ბინის/ობიექტის, reservation-ისა და ხელშეკრულების სტატუსების მართვა.
  • გადახდის გრაფიკი/სტატუსი, ჩაბარება და post-sale follow-up.
  • Sales Kit: გაყიდვების გაიდლაინი, სკრიპტები, objection handling, პრეზენტაცია, FAQ, კალკულატორი და გუნდის ტრენინგი.
  • გაყიდვების გუნდის KPI, შესრულების კონტროლი, coaching, ფასდაკლების წესების დაცვა და დაკარგული ლიდების ანალიზი.
  • კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი: რეაგირების დრო, ზარების/მიმოწერის შეფასება, follow-up კონტროლი და საჭიროებისას mystery shopping.

3.6. დებიტორების / დებიტორული დავალიანებების მართვა

  • მყიდველის/ობიექტის/ხელშეკრულების ჭრილში: ხელშეკრულების ღირებულება, ფასდაკლება, პირველადი შენატანი, გადახდის გრაფიკი, ფაქტობრივი ჩარიცხვები, ნაშთი, მომავალი გადასახდელი, ვადაგადაცილება და მიმდინარე სტატუსი.
  • Aging და Collection Workflow: მოახლოებული ვადის შეხსენება, ვადაგადაცილების მონიშვნა, პასუხისმგებელი პირი, შეხსენებების ისტორია, payment promise და Finance/Legal escalation.
  • CRM / Finance / Accounting reconciliation: ხელშეკრულების ფასი, ფასდაკლება, განვადება, გრაფიკის ცვლილება, ჩარიცხვა, ნაშთი, პენალტი, refund, cancellation და audit trail.
  • თუ IT ინტეგრაციის უშუალო პროგრამირება Scope-ში არ შედის, ვენდორმა უნდა მოამზადოს სრული ბიზნეს/ფუნქციური ტექნიკური დავალება IT/CRM ინტეგრაციისთვის.
  • იურიდიული ამოღება/სააღსრულებო პროცესი Scope-ში ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვენდორი ამას ცალკე დააფიქსირებს შეთავაზებაში.

3.7. გაყიდვების შემდგომი მომსახურება (After Sale)

  • მყიდველთან კომუნიკაცია ხელშეკრულების შემდეგ, გადახდების კომუნიკაცია და მშენებლობის პროგრესის პერიოდული ინფორმირება.
  • ბინის ჩაბარების კომუნიკაცია/კოორდინაცია, მომხმარებლის უკუკავშირი და referral პროგრამა.

3.8. ანალიტიკა და ანგარიშგება

ვენდორმა უნდა უზრუნველყოს რეალურ დროში ან შეთანხმებული პერიოდულობით ერთიანი Sales & Receivables Dashboard და ყოველკვირეული/თვიური ანგარიშგება.

  • Sales KPI: Leads, Lead Source, CAC, Response Time, Lead→Visit, Visit→Reservation, Reservation→Contract conversion, გაყიდული ერთეულები/მ², საშუალო რეალიზებული ფასი/მ², Discounts, Reservations, Contracts, Cancellations, Sales Velocity.
  • Receivables KPI: Total Contracted Value, Cash-in vs Plan, Total/Current/Overdue Receivables, Overdue %, Collection Rate, Aging Buckets, Critical Debtors და Expected Cash-in.

4. სავალდებულო შედეგები / Deliverables

  • Market & Competitor Analysis;
  • Customer Segmentation & Positioning;
  • Product Strategy და Unit Mix Recommendations;
  • Product/Architecture Commercial Feedback;
  • Pricing Strategy და Unit-Level Pricing Matrix;
  • Sales Policy; Discount / Installment / Reservation / Cancellation Policy;
  • CRM Business Process / Sales Funnel Specification;
  • Debtor Management Policy / Workflow;
  • Receivables Register, Aging Report Template და Reminder/Escalation Matrix;
  • CRM–Finance–Accounting Integration Specification;
  • Sales Kit და გუნდის ტრენინგის მასალები;
  • Brand Strategy / Brand Guideline;
  • Marketing & Media Plan, Campaign / Launch Calendar;
  • Web/Digital Requirements და Render/Visual Package;
  • KPI Framework, Sales & Receivables Dashboard, Weekly/Monthly Reporting Templates;
  • After Sale Process.

5. ვენდორის გუნდი

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტზე რეალურად გამოყოფილი გუნდი, თითოეული წევრის ფუნქცია, გამოცდილება და ჩართულობის მოცულობა. მინიმუმ უნდა იყოს დაფარული შემდეგი ფუნქციები:

  • Marketing Lead / Brand–Digital ფუნქციები;
  • Head of Sales / Sales Managers / Lead Qualification;
  • Sales Quality Control;
  • After Sale Manager;
  • CRM Manager / Administrator;
  • Payments / Receivables Controller.

ერთი პირის მიერ რამდენიმე ფუნქციის შეთავსება დასაშვებია, თუ ვენდორი დაასაბუთებს რესურსის საკმარისობას.

6. კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები

  • მინიმუმ 3 საცხოვრებელი დეველოპერული პროექტის შესაბამისი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება თბილისის ბაზარზე განხორციელებულ პროექტებს.
  • გაყიდვების სტრატეგიის და უშუალო Sales Operations-ის გამოცდილება.
  • CRM-ის რეალური გამოყენების/დანერგვის გამოცდილება.
  • ფასწარმოქმნისა და მონაცემებზე დაფუძნებული გაყიდვების ანალიტიკის გამოცდილება.
  • Digital/Performance Marketing-ის გამოცდილება.
  • გადახდების/დებიტორების მონიტორინგის პროცესის გამოცდილება.
  • პროექტისთვის შესაბამისი გუნდის ხელმისაწვდომობა.

7. შეთავაზებაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს

  • პროექტის ხედვა, მიდგომა და Scope-ის თითოეული ნაწილის შესრულების მეთოდოლოგია;
  • სამუშაო გეგმა, ვადები და ეტაპები;
  • პროექტის გუნდი და CV-ები;
  • მინიმუმ 3 შესაბამისი პროექტის რეფერენსი/პორტფოლიო;
  • CRM/IT ინსტრუმენტების აღწერა და Dashboard/Reporting-ის მაგალითი;
  • Exclusions / Assumptions და დამკვეთისგან საჭირო Inputs;
  • მომსახურების მოდელი: Strategy Only / Full Outsourced Sales & Marketing / Hybrid;
  • დებიტორების მართვის მოცულობა: Monitoring / Reminders / Payment Promise Follow-up / Collection Coordination / Finance Escalation / Legal Escalation Coordination.

8. ფინანსური შეთავაზების სტრუქტურა

ფინანსური შეთავაზება უნდა იყოს დეტალური და კომპონენტებად გაყოფილი. მხოლოდ ერთიანი ჯამური თანხის წარმოდგენა არ არის საკმარისი.

  • ფიქსირებული/ყოველთვიური ანაზღაურება და/ან Setup Fee;
  • Market Research; Product/Pricing Strategy;
  • Branding; Renders; Website; Printed/Outdoor Visuals;
  • CRM Setup და CRM / Payment / Accounting Integration;
  • Sales & Marketing Commission / Success Fee;
  • KPI Bonus / Overperformance Bonus;
  • Debtor Management Fee — არსებობის შემთხვევაში;
  • Media Budget და Agency / Management Fee — ცალ-ცალკე;
  • მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის/ლიცენზიების და სხვა დამატებითი ხარჯების ცალკე ჩამონათვალი.

9. მიღება-ჩაბარების ძირითადი კრიტერიუმები

  • ყველა შეთანხმებული Deliverable წარმოდგენილია და დამკვეთისთვის ხელმისაწვდომია;
  • თითოეულ გასაყიდ ერთეულს აქვს იდენტიფიცირებადი ფასი და სტატუსი;
  • CRM-ში ჩანს Lead-ის წყარო, პასუხისმგებელი, მიმდინარე ეტაპი და სრული კომუნიკაციის ისტორია;
  • ფასდაკლება/განსაკუთრებული პირობები კონტროლდება Approval Workflow-ით;
  • თითოეულ მყიდველზე იდენტიფიცირებადია ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, ფაქტობრივი გადახდა, ნაშთი და ვადაგადაცილება;
  • არსებობს Aging და Collection Workflow;
  • CRM/Finance/Accounting მონაცემების შეჯერება შესაძლებელია;
  • Dashboard აჩვენებს გაყიდვების და დებიტორული დავალიანებების მიმდინარე მდგომარეობას;
  • ყველა საჯარო ტექნიკური ინფორმაცია და claim შეთანხმებულია Project/Legal-თან;
  • დამკვეთს აქვს სისტემასა და მონაცემებზე სრული ადმინისტრაციული/საკონტროლო წვდომა.

10. წინადადების წარმოდგენის წესი

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სახით და წარმოდგენილ იქნეს ელექტრონულად, ერთიანი PDF ან ZIP ფაილის სახით.

წინადადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: info@armor.ge
დედლაინი: 20 ნოემბერი, 18:00 საათი.

ელექტრონული წერილის თემაში უნდა მიეთითოს: „გაყიდვები / მარკეტინგი — პროდუქტის, ფასების, CRM, გაყიდვების და დებიტორების მართვის მომსახურების ტენდერი — [პრეტენდენტი კომპანიის დასახელება]“.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ან არსებითად არასრული წინადადება შესაძლოა არ იქნეს განხილული.

11. დამატებითი პირობები

  • შპს „არმორ გრუპი“ უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
  • შპს „არმორ გრუპი“ უფლებამოსილია ჩაატაროს პრეტენდენტებთან დამატებითი შეხვედრა, პრეზენტაცია, CRM/Dashboard demo ან გუნდის ინტერვიუ;
  • გამარჯვებულის გამოვლენისას გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ შეთავაზებული ფასი, არამედ გამოცდილება, პროფესიული გუნდი, მეთოდოლოგია, ვადა, ტექნოლოგიური მიდგომა და შესრულებული პროექტების ხარისხი;
  • ფასთა გამოკითხვის გამოცხადება არ წარმოშობს შპს „არმორ გრუპის“ ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების შესახებ;
  • შპს „არმორ გრუპი“ იტოვებს უფლებას, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს, შეცვალოს ან გააუქმოს ფასთა გამოკითხვის პროცედურა.

12. მნიშვნელოვანი კომერციული პირობა

პრეტენდენტმა შეთავაზებაში მკაფიოდ უნდა გამოყოს: რა შედის შეთავაზებულ ფასში; რა არ შედის; რომელი მომსახურება საჭიროებს მესამე მხარის დამატებით ხარჯს; რომელი ნაწილი წარმოადგენს მხოლოდ კონსულტაციას/ტექნიკურ დავალებას და არა უშუალო შესრულებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ორგანიზაცია: შპს „არმორ გრუპი“
ელექტრონული ფოსტა: info@armor.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48400000 საქმიანი გარიგებებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 79310000 ბაზრის კვლევა
  • 79340000 სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები
შეკითხვები