17 ნოემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32638 - ტენდერი ზამთრის საბურავების შესყიდვა & მონტაჟზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 10 ნოემბერი 2026 დრო 17:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 17 ნოემბერი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ (ს/კ 205130464) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ზამთრის საბურავების შესყიდვა მონტაჟით თბილისსა და რეგიონებში.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა |
| 175/65/14 | 20 |
| 185/65/15 | 208 |
| 235/60/16C | 8 |
| 215/45/17 | 4 |
| 265/65/17 | 8 |
| 265/70/15 | 4 |
ტექნიკური მოთხოვნები
სავალდებულო მოთხოვნები:
- საბურავები უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი;
- საბურავს უნდა ჰქონდეს ზამთრის საბურავის სერტიფიცირების ნიშანი 3PMSF (სამწვერიანი მთისა და ფიფქის სიმბოლო);
- საბურავი უნდა შეესაბამებოდეს UN ECE R117 სტანდარტს. მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საბურავს გავლილი უნდა ჰქონდეს თოვლიან საფარზე მოჭიდების ტესტი;
- სიჩქარის ინდექსი უნდა შეესაბამებოდეს ავტომობილის მწარმოებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნორმებს
სასურველი მოთხოვნები:
- M+S (ტალახი და თოვლი) მარკირება;
- სველ საფარზე მოჭიდების კლასი (ევროპული ლეიბლის მიხედვით) – არანაკლებ B;
- გორვის წინაღობის კლასი (ევროპული ლეიბლის მიხედვით) – არანაკლებ C;
- გარე ხმაურის დონე – 70–72 dB ან ნაკლები.
ზოგადი მოთხოვნა ხარისხზე:
საბურავი უნდა ინარჩუნებდეს ელასტიურობას დაბალ ტემპერატურაზე, დამზადებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის რეზინის ნარევით და უზრუნველყოფდეს საიმედო მოჭიდებას თოვლიან, მოყინულ და სველ საფარზე. დამკვეთისთვის პრიორიტეტულია ხარისხიანი, უსაფრთხო და გამძლე პროდუქცია.
მიწოდების და მონტაჟის ვადა და ადგილი
მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის ვადაში, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი.
მონტაჟი განხორციელდება მომწოდებლის სერვის-ცენტრებში, სადაც დამკვეთის ავტომობილები მივლენ. პრეტენდენტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს სერვის-ცენტრების მისამართები თითოეულ რეგიონში.
გარანტია
საბურავებზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის გარანტია ქარხნულ დეფექტზე. დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია, შეცვალოს დეფექტური საბურავი. პრეტენდენტმა წინადადებაში (დანართი N2) უნდა მიუთითოს გარანტიის ვადა.
ანაზღაურება:
ნასყიდობის საგნის სრულად მიწოდებიდან და მონტაჟიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1 – კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2 – ფასების ცხრილი
ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მიწოდება და მონტაჟი; - დანართი N3 – განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- UN ECE R117 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 17/11/2026 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმებია ღირებულება და ხარისხი;
პრეტენდენტს შეუძლია წინადადება წარმოადგინოს როგორც ყველა, ისე ცალკეულ ზომებზე. გამარჯვებული შეიძლება გამოვლინდეს თითოეული ზომის მიხედვით ცალ-ცალკე;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოადგენს საუკეთესო ფასს (ზომის მიხედვით). თანაბარი ფასის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინადადებას, რომელიც მეტად აკმაყოფილებს სასურველ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე, დამკვეთი იტოვებს უფლებას, ტენდერი სცნოს ანულირებულად, თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა პირობები, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობის ან დაგვიანებისთვის ჯარიმა (პირგასამტეხლო), გათვალისწინებული იქნება გამყიდველსა და მყიდველს შორის გასაფორმებელ ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის