23 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32653 - ტენდერი თვითკოპირებადი ხელშეკრულების შესყიდაზე
- გამომცხადებელი: სილქნეტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ აცხადებს აცხადებს ტენდერს თვითკოპირებადი ხელშეკრულების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად 1 წლის განმავლობაში. გთხოვთ იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება დანართი #1-სა და დანართი #2-ს სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობების შესაბამისად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო #7.
- ტენდერის ნომერი: 2026/22
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით
- განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები; (მინიმუმ 3 კომპანიის)
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
- კლიენტების ჩამონათვალი
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი:
საბა ჩაჩხიანი
სალომე სრესელი
ტელ: 555 453 707
ტელ: 500 555 550
tenders@silknet.com
schachkhiani@silknet.com
ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7
ტენდერის კატეგორია:
- 22820000 ფორმები
- 30199130 პირის გადასაღები ქაღალდი ნახშირის ფენის გარეშე