ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT32658 - ტენდერი რკინის პროდუქციის (მილების) დამხმარე ტექნიკური საშუალებების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 ნოემბერი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სან პეტროლიუმ ჯორჯია აცხადებს ტენდერს რკინის პროდუქციის (მილების) დამხმარე ტექნიკური საშუალებების შესყიდვაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
- იხილეთ თანდართული ფაილები
- შესყიდვისას გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები და პირობები:
1. პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზებული პროდუქციის წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი.
2. რეალიზაციის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შეთავაზებული პროდუქციის გაყიდვის უფლებამოსილებას.
3. საგარანტიო პირობები
- ონკანებზე — არანაკლებ 1 წელი;
4. ეტაპობრივი შესყიდვა და მიწოდება
- კომპანია „გალფი“ აღნიშნული საქონლის შესყიდვას წლის განმავლობაში, საჭიროებების შესაბამისად, ეტაპობრივად განახორციელებს. შესაბამისად, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის ეტაპობრივი მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
5. პროდუქციის ავთენტურობისა და შესაბამისობის შემოწმება
- პროდუქციის ყოველი მიწოდებისას უნდა განხორციელდეს მოწოდებული მასალების შედარება სატენდერო პაკეტში წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ტექნიკურ მახასიათებლებთან, რათა დადასტურდეს პროდუქციის ავთენტურობა და სატენდერო პირობებთან სრული შესაბამისობა. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი უნდა დაზუსტდეს პროდუქციის მიღებამდე.
6. ფასების ფიქსაცია და გადახედვის პირობები
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შეთავაზებული პროდუქციის ფასების ფიქსაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ფასების გადახედვა დასაშვებია მხოლოდ მომწოდებლის ოფიციალური წერილობითი მომართვის საფუძველზე, შესაბამისი გარემოებებისა და ფასის ცვლილების აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. ფასის ცვლილება ექვემდებარება შემსყიდველის განხილვასა და წინასწარ წერილობით თანხმობას.
- მიწოდების მისამართი: ქ.თბილისი ქემოკლიძის 6
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასის ცხრილი
- ანგარიშსწორების პირობა
- გამოცდილება
- რეკომენდაციები
- საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში
კონვერტზე უნდა მიეთითოს:
- ტენდერის დასახელება და ტენდერის ნომერი (რომელიც მინიჭებული აქვს ტენდერს)
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი)
- მიმღების დასახელება (ტენდერების სამსახური)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მისამართი: ვაკე ჭავჭავაძის გამზ #34, პიქსელის შენობა, 6 სართული გალფის ოფისი
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 25.11.2026 (16:00 PM)
- გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები და გამოცდილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტენდერების სამსახურის უფროსი
სოსო ქარსელაძე
მობ: 577 00 49 49
s.karseladze@gulf.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44160000 მილსადენები, მილსადენი სისტემები/მილსადენების ქსელი, გარსაცმები, შლანგები და მათთან დაკავშირებული მასალები