ჩაბარების ვადა:

18 ნოემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32661 - ფასთა კვლევა სამშენებლო ობიექტებზე მიკროავტობუსით მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 11 ნოემბერი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 18 ნოემბერი 2026 დრო 15:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ფასთა კვლევას სამშენებლო ობიექტებზე მიკროავტობუსით მომსახურების შესყიდვაზე.

1.2 შესასყიდი საგანი და მიზანი

შესყიდვის საგანს წარმოადგენს მიკროავტობუსით მომსახურების გაწევა სამშენებლო სამსახურის ჯგუფის თანამშრომლების, აგრეთვე მათი სამუშაოსთვის საჭირო ხელსაწყოების, ინვენტარის, სამშენებლო მცირე ზომის მასალებისა და სხვა აღჭურვილობის ტრანსპორტირების მიზნით.

მომსახურება უნდა განხორციელდეს ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობების და მოთხოვნების მიხედვით.

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში (იხილეთ ფასების ცხრილი) 

1.4 ანგარიშსწორების პირობები 

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად და სათანადოდ დადასტურებული მომსახურების საფუძველზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასებისა და პირობების შესაბამისად. ანგარიშსწორება შესრულდება თვის ბოლოოს დაანგირეშებული დღეების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღის განმავლობაში.

1.5 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი / წარმოსადგენი მონაცემები:

  • კომპანიის შემთხვევაში – ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის მოქმედი, განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში:
    - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    - ინდივიდუალურ მეწარმედ ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (შესაბამისი სტატუსის არსებობის შემთხვევაში).
  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი პრეტენდენტის საკუთრებაში არ არის, წარმოდგენილი უნდა იქნეს ავტომობილის მესაკუთრის მიერ გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც პრეტენდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოიყენოს აღნიშნული ავტომობილი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად.
  • სამუშაოების შესრულებაში ჩართული მძღოლის მართვის მოწმობის ასლი.
  • შევსებული ფასების ცხრილი 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
  • შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • დანართი N1- ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელოწერილი, ასევე ექსელის ფორმატში;
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით. 

1.6 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის

  • ნებისმიერი შეკითხვა ფასთა კვლევის/ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • ელექტრონულ ტენდერში/ფასთა კველვაში მონაწილეობის მისაღებად მსურველი უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • tenders.ge-ზე ელექტრონული ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია იხილეთ თანდართულ ფაილში

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 ნოემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე

მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067 

ტენდერის კატეგორია:

  • 60130000 სპეციალური დანიშნულების საავტომობილო სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 60172000 ავტობუსებისა და ვაგონების დაქირავება მძღოლთან ერთად
შეკითხვები