ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32675 - ტენდერი ლიფტებისა და ესკალატორების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: Retail Group Georgia
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 13 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს Retail Group Georgia („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: ლიფტებისა და ესკალატორების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა ‘’სითი მოლი’’,‘’თბილისი მოლი’’,‘’ისთ ფოინთ’’ის მაღაზიებისთვის - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს შპს Retail Group Georgia და/ან მისი შვილობილი კომპანიები შპს Spanish Retail Georgia (ს/კ 404404774), შპს Master Retail Georgia (ს/კ 404404765), შპს Best Retail Georgia (ს/კ 404404738), შპს Pro Retail Georgia (ს/კ 404404747), შპს Mega Store Georgia (ს/კ404404756), შპს Retail Group Holding (ს/კ 404404783), შპს Global Apparel Georgia (ს/კ 404404792), შპს Fashion Retail Georgia (ს/კ 404404809) და შპს Master Home Retail (ს/კ 405194784)

1. ­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 25 ნოემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება: 12 ნოემბერი 2026
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 25 ნოემბერი 2026
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 1 დეკემბერი 2026
  • ხელშეკრულების გაფორმება: 9 დეკემბერი 2026

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე. 

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

პრეტენდენტებს უფლება აქვთ, სატენდერო წინადადება წარმოადგინონ როგორც ერთი ან რამდენიმე სავაჭრო ცენტრისთვის დამოუკიდებლად, ასევე სამივე სავაჭრო ცენტრის ერთიანი მომსახურებისთვის.

კომერციული წინადადება უნდა მომზადდეს დანართი №1-ის შესაბამისად, თითოეული მაღაზიისა და მოწყობილობის ტიპის მიხედვით.

სამივე სავაჭრო ცენტრზე ერთიანი შეთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტს შეუძლია დამატებით განსაზღვროს კონსოლიდირებული მომსახურების ფასდაკლება

2. ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები 

შესასყიდი მომსახურება: ლიფტებისა და ესკალატორების სერვისის ტენდერი-‘’სითი მოლი’’,‘’თბილისი მოლი’’,‘’ისთ ფოინთ’’ის მაღაზიებისთვის

  • მოლების მაღაზიებისა და ლიფტების/ესკალატორების ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართი #1-ში (სერვისის განფასება უნდა დაფიქსირდეს ექსელის ფაილში)
  • ძირითადი/მინიმალური მოთხოვნები პოტენციური კონტრაქტორისთვის მოცემულია დანართი #1.2-ში

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით. 
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 100,000 ლარი.

4. სატენდერო წინადადება

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას: 

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული განფასება/ფასთა ცხრილი EXCEL-ის ფორმატში (ლარში ყველა ხარჯის ჩათვლით. დღგ და ჯამური ღირებულებები გამოითვლება ავტომატურად) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით;
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ  მისთვის ცნობილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

(გ) სატენდერო შერჩევის ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგ დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგნა:

  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ყველა ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით; 
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

6. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

შენიშვნა #1: დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, ერთი ან რამდენიმე პოზიცია სმეტიდან თავად შეისყიდოს და მიაწოდოს შემსრულებელს.

შენიშვნა #2: დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, გამარჯვებულად გამოავლინოს და ხელშეკრულება გაუფორმოს, როგორც ერთ, ასევე თითოეულ დანართზე თითო კომპანიას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში,
გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Giorgi.kostanishvili@afgretail.com

გიორგი კოსტანიშვილი
ტელ:
595125687 

ტენდერის კატეგორია:

  • 50740000 ესკალატორების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 50750000 ლიფტების ტექნიკური მომსახურება
  • 80511000 მომსახურებები კადრების მომზადების სფეროში
შეკითხვები