23 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32679 - ტენდერი საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: GLM Consulting
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
GLM Consulting აცხადებს ტენდერს საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე (საინჟინრო (MEP) პროექტი).
საპროექტო ტერიტორია, საკადასტრო კოდით 01.10.14.024.036, მდებარეობს ქალაქ თბილისში, საირმის ქუჩა # 37-ში. ტერიტორიის ფართობი 1,302 მ2-ია. ტერიტორიაზე მდებარეობს მონოლითური რკინაბეტონის 12 სართულიანი შენობა, რომელიც შედგება 3 მიწისქვეშა, 1 მიწისპირა და 8 მიწისზედა სართულისგან. აღნიშნული შენობა მშენებლობა დაიწყო 2016 წელს და შეჩერდა 2019 წელს.
ამჟამად იგეგმება აღნიშნული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რისთვისაც შემსყიდველი აცხადებს საინჟინრო (MEP) პროექტის, საპროექტო სამუშაოების შესყიდვის ტენდერს თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად.
შემსრულებელმა უნდა მოამზადოს სრული საინჟინრო (MEP)პროექტი და მოიპოვოს A კლასის აკრედიტაციის მქონე საექსპერტობიუროს საექსპერტო შეფასების დადებითი ანგარიში (შემდგომში„მომსახურება“).
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ მეილის დანართები და ატვირთული ფაილის ლინკები.
- არქიტექტურული პროქტი - დანართი #1: https://drive.google.com/file/d/1f0FCJpb3-mEXwAGzAoWGdxba4GNBcDzn/view
- კონსტრუქციული პროექტი - დანართი #2: https://drive.google.com/drive/u/2/folders/10IQFj03uRxIIKirol8KTpJi9c-u5u00B
- მდგრადობის კვლევა - დანართი #3: https://onedrive.live.com/?id=%2Fpersonal%2F0eae99fed93c8a6d%2FDocuments%2FDanarti%20%232%20%2D%20Mdgradobis%20kvleva%2Epdf&listurl=%2Fpersonal%2F0eae99fed93c8a6d%2FDocuments&ithint=file%2Cpdf&e=l8wd49&migratedtospo=true&parent=%2Fpersonal%2F0eae99fed93c8a6d%2FDocuments&redeem=aHR0cHM6Ly8xZHJ2Lm1zL2IvYy8wZWFlOTlmZWQ5M2M4YTZkL0VkVFdzVEFIY1N4TXFZMENadXA4S0tRQnRreHl3MXV5Y0F1cllYV2Q2SHljUlE%5FZT1sOHdkNDk&ga=1
დამატებითი კითხვებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@glmconsulting.ge
შენიშვნა: პროექტირების ნაწილში 24,565 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ამ თანხის ზევით წინადადება არ განიხილება საავტორო ზედამხედველობა (1 თვის მომსახურება) 1,770 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ამ თანხის ზევით წინადადება არ განიხილება.
შეთავაზებები გამოგვიგზავნეთ 2026 წლის 23 ნოემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@glmconsulting.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები