ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32712 - ტენდერი როუტერების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მეგალაბი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს მეგალაბი აცხადებს ტენდერს ქსელური მოწყობილობის (როუტერის) შესყიდვაზე და იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
1. შესყიდვის ობიექტი და რაოდენობა:
- შესყიდვის საგანი: ქსელური მოწყობილობა – Cisco ISR 1100 4P Dual GE SFP Router (დეტალური ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ ქვემოთ).
- რაოდენობა: 10 ერთეული.
2. ტექნიკური მახასიათებლები:
შესასყიდი მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მოდელი: ISR 1100 4P Dual GE SFP Router;
- კვების ბლოკი: 66 Watt AC V2 Power Supply, C890 და C1100 სერიებთან თავსებადი;
- საბაზისო ლიცენზია: IP Base License for Cisco ISR 1120 4P Series;
- კვების კაბელი: AC Power Cord (Europe), C13, CEE 7, 1.5 მ;
- ოპერაციული სისტემა: Cisco C11xx Series IOS XE Universal;
- უსაფრთხოების ლიცენზია: Security for ISR 1100 4P Series with Smart Licensing;
- კომპლექტაცია: მოწყობილობა მოწოდებულ უნდა იქნას კვების კაბელებთან ერთად, ეკოლოგიურად ოპტიმიზებული შეფუთვით.
3. სატენდერო წინადადების წარდგენის პირობები:
დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული საფასო ცხრილი (ეროვნულ ვალუტაში – ლარი, დღგ-ს ჩათვლით);
- ინფორმაცია მიწოდების ვადებისა და გარანტიის შესახებ;
- შესათავაზებელი პროდუქტის მწარმოებლის, მოდელისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
4. ვადები და საკონტაქტო ინფორმაცია:
- ტენდერის გამოცხადების თარიღი: 18 ნოემბერი;
- წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 25 ნოემბერი;
- საკონტაქტო პირი დამატებითი კითხვებისთვის: ელენე გუგუციძე - +995 551 150 664.
პრეტენდენტმა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს ელ. ფოსტის სახით, შემდეგ მისამართზე: order@megalab.ge, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
ტენდერის კატეგორია:
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 32410000 ადგილობრივი (კომპიუტერული) ქსელი
- 32420000 ქსელური მოწყობილობები
- 48825000 ინტერნეტსერვერები