24 ნოემბერი 2026, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32718 - ტენდერი უწყვეტი კვების წყაროების (UPS) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 ნოემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 ნოემბერი 2026 დრო 14:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ (შემდგომში - ბანკი) აცხადებს ტენდერს უწყვეტი კვების წყაროების (შემდგომში - UPS) შესყიდვისთვის და გამარჯვებულ პრეტენდენტთან (პრეტენდენტებთან) 1 (ერთი) წლის ვადით გენერალური ხელშეკრულების გაფორმებისთვის. UPS-ები გამოიყენება კომპიუტერების, თვითმომსახურების ტერმინალების (ფეიბოქსების) და ბანკომატების ელექტრომომარაგებისთვის.
ტენდერი მოიცავს ორ კომპონენტს:
- ერთჯერადი შესყიდვა (დანართი N1, ცხრილი #1) – 3 პოზიციის UPS-ების (სულ 80 ოთხმოცი) მიწოდება;
- დამატებითი შესყიდვა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში – ბანკის საჭიროების შემთხვევაში, იმავე მოდელების შესყიდვა ცხრილი #1-ის ერთეულის ფიქსირებული ფასებით. დამატებითი რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის.
ტექნიკური მოთხოვნები
მინიმალური მოთხოვნები, სავალდებულო ყველა პოზიციისთვის:
- სიმძლავრე: შესყიდვის საგნის ცხრილის მიხედვით; Power Factor 0.8 – 1.0.
- ტიპი: Line-Interactive (ძაბვის ავტომატური რეგულირებით – AVR) ან Online.
- როზეტები: არანაკლებ 2 სტანდარტული ევროპული (Schuko) როზეტი მოწყობილობების დასაერთებლად.
- ცივი სტარტი: UPS უნდა ჩაირთოს და მიაწოდოს ძაბვა ბატარეიდან, როცა ელექტროქსელში ძაბვა არ არის.
- ავტომატური ჩართვა: ბატარეის სრული დაცლის შემდეგ, ქსელში ძაბვის აღდგენისთანავე, UPS ავტომატურად უნდა ჩაირთოს, ღილაკზე ხელით დაჭერის გარეშე.
- გენერატორთან თავსებადობა: UPS უნდა მუშაობდეს დიზელის და ბენზინის გენერატორიდან კვებისას.
- კვება: ერთფაზა, 220–230 V, 50 Hz.
- მდგომარეობა: ახალი, გამოუყენებელი, ქარხნულ შეფუთვაში; აღდგენილი (Refurbished) არ განიხილება.
დამატებით, ტექნიკური შეფასებისას (იხ. შეფასების კრიტერიუმები) გაითვალისწინება გამომავალი ძაბვის ფორმა და სარეზერვო მუშაობის დრო. მეტი სიმძლავრის ან უკეთესი პარამეტრების მქონე მოდელი დასაშვებია.
ტენდერში მონაწილეობის პირობები
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ერთობლივად მოცემული რაოდენობის შესყიდვისა და დამატებით 1 (ერთი) წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლითაც განისაზღვრება UPS-ების შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში – ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია დანართ N1-ის (ცხრილი #1 და ტექნიკური პარამეტრების ცხრილი) სრულად და ჯეროვნად შევსება. არასრულად შევსებული ცხრილი შეიძლება გახდეს დისკვალიფიკაციის საფუძველი.
- ფასი მიუთითეთ დოლარში, დღგ-ს ჩათვლით. ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს (ტრანსპორტირება, განბაჟება, გადასახადები) და ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების (1 წლის) განმავლობაში.
დამატებითი შესყიდვის პირობები
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტენდერის გარეშე უგზავნის მომწოდებელს წერილობით შეკვეთას (ელექტრონული ფოსტით).
- დამატებითი შეკვეთა ფასდება ცხრილი #1-ის ერთეულის ფასით, რომელიც ფიქსირებულია ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი გაზრდა დაუშვებელია.
- მომწოდებელი ვალდებულია შეკვეთა სრული რაოდენობით მიაწოდოს დანართ N1-ში მითითებულ ვადაში, არაუგვიანეს შეკვეთის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
- თუ შემოთავაზებული მოდელის წარმოება შეწყდა, მომწოდებელი სთავაზობს იმავე ან უკეთესი პარამეტრების მოდელს არაუმეტეს იმავე ფასისა, ბანკის წერილობითი თანხმობით.
- ბანკი არ იღებს ვალდებულებას დამატებითი შესყიდვის მინიმალურ მოცულობაზე.
სატენდერო მოთხოვნები
- მიწოდების მისამართი: ლილოს დასახლება, ჭირნახულის 9.
- მიწოდების ვადა: მიეთითება დანართ N1-ში, კალენდარულ დღეებში; არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა – ერთჯერადი შესყიდვისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან, დამატებითი შესყიდვისთვის შეკვეთის მიღებიდან.
- საგარანტიო ვადა: არანაკლებ 2 წელი (24 თვე). პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თბილისში საგარანტიო მომსახურების ცენტრის მისამართი. გაუმართავი მოწყობილობა უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
- ვალუტა: აშშ დოლარი, დღგ-ს ჩათვლით.
- გამოცდილება: სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება UPS-ების ან სხვა ელექტრო / IT აღჭურვილობის მიწოდებაში.
- ხელშეკრულების ვადა: 1 წელი.
- გადახდის პირობა: ერთჯერადი შესყიდვა – სრული მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; დამატებითი შესყიდვა – მიღება-ჩაბარების შემდეგ.
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის დასრულებიდან.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი.
- ბანკის მოთხოვნით, პრეტენდენტმა 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული მოდელის ნიმუში. ტესტირება ტარდება ერთნაირი წესით ყველა პრეტენდენტისთვის; ნიმუში უბრუნდება პრეტენდენტს.წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა პოზიციისთვის.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია
- დანართი N1 (ცხრილი #1 და ტექნიკური პარამეტრების ცხრილი)
- დანართი N2 – ინფორმაცია კომპანიის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შემოთავაზებული მოდელების მწარმოებლის ტექნიკური სპეციფიკაცია (Datasheet);
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- ყველა ასატვირთი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ნოემბერი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ კოკაია
mkokaia@bog.ge
ტელ: (+995 598) 49 14 54
ტენდერის კატეგორია:
- 31154000 უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები