ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32719 - ტენდერი ბანკის საკუთრებაში არსებული მეორადი IT ტექნიკის დიაგნოსტიკის, მონაცემთა უსაფრთხო წაშლის, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებისა და შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 ნოემბერი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 18 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ (შემდგომში - ბანკი) აცხადებს ტენდერს ბანკის საწყობში დაბრუნებული, ბანკის საკუთრებაში არსებული მეორადი IT ტექნიკის დიაგნოსტიკის, მონაცემთა უსაფრთხო წაშლის, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებისა და შეკეთების მომსახურების ესყიდვისთვის და გამარჯვებულ პრეტენდენტთან (პრეტენდენტებთან) 1 (ერთი) წლის ვადით გენერალური ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დამატებით 1 (ერთი) წლით გაგრძელების შესაძლებლობით (1+1). მომსახურება იწყება 2027 წლის 1 იანვრიდან.

მომსახურების მიზანია, დროულად და სანდოდ განისაზღვროს დაბრუნებული ტექნიკის მდგომარეობა (ვარგისია თუ არა ხელახალი გამოყენებისთვის), უსაფრთხოდ წაიშალოს მასზე არსებული ინფორმაცია და შეკეთებადი ტექნიკა დაუბრუნდეს მუშა მდგომარეობას.

კონკურენციის უზრუნველყოფისა და თითოეულ მიმართულებაზე საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, ტენდერი დაყოფილია 4 (ოთხ) ლოტად ტექნიკის კატეგორიების მიხედვით:

  • ლოტი 1 – საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერული ტექნიკა და მობილური მოწყობილობები (PC, ნოუთბუქი, მონიტორი, Mini PC, VDI, მობილური ტელეფონი, პლანშეტი);
  • ლოტი 2 – საბეჭდი ტექნიკა (პრინტერი, MFP);
  • ლოტი 3 – ქსელური ინფრასტრუქტურა და IP ტელეფონია (როუტერი, სვიჩი, სხვა ქსელური მოწყობილობა, Cisco IP ტელეფონი);
  • ლოტი 4 – უწყვეტი კვების წყაროები (UPS)

პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება ერთ, რამდენიმე ან ყველა ლოტზე. ბანკი უფლებამოსილია, თითოეული ლოტის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმოს სხვადასხვა პრეტენდენტთან, ან ყველა ლოტზე – ერთ პრეტენდენტთან, თუ ეს ბანკისთვის ჯამურად უფრო ხელსაყრელია (იხ. ქვეთავი „ლოტებად შეთავაზების წესი და ყველა ლოტის ჯამური შეთავაზება“).

მომსახურება ანაზღაურდება ყოველთვიური ფიქსირებული ფასით, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკას, მონაცემთა წაშლას, მომზადებასა და შეკეთების სამუშაოს.

შესყიდვის საგანი და ლოტების სტრუქტურა

ქვემოთ მოცემულია ლოტების შემადგენლობა და 1 (ერთი) წლის განმავლობაში დასამუშავებელი ტექნიკის საორიენტაციო რაოდენობა. რაოდენობები მოცემულია მხოლოდ სამუშაო დატვირთვის შესაფასებლად (საჭირო პერსონალისა და საწყობში ყოფნის დღეების დასაგეგმად) და არ წარმოადგენს ანაზღაურების საფუძველს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ნოემბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილ

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ:
+995 579 24 34 75

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 72820000 კომპიუტერის ტესტირება
შეკითხვები