ჩაბარების ვადა:
22 დეკემბერი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT3273 - ტენდერი მეტალიზირებული ქაღალდის და OPP ეტიკეტის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/371
- დანიშნულება: მეტალიზირებული ქაღალდის და OPP ეტიკეტის შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ეტიკეტის ტიპების ჩამონათვალი,სპეციფიკაცია, ზომები და რაოდენობები;
(გადმოსაწერი ლინკი https://goo.gl/fg5N1s )
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი სატენდერო შემოთავაზება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ქაღალდის დეტალური სპეციფიკაცია (დასახელება, სისქე, მიკრონი, მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია,ბეჭდვის ტიპი);
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.) და მოცემული უნდა იყოს ეტიკეტის ტიპების ჩამონათვალის ფაილში მითითებული რაოდენობების მიხედვით;
- ფასები უნდა იყოს მოცემული დოლარში;
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეკვეთების შესაბამისად;
- გადახდის პირობები:
- საქონლის ფასის დაანგარიშება ლარში მოხდება შემდეგნაირად:შეთანხმებული ფასის 20% დაფიქსირებული იქნება დოლარის გაცვლითი კურსით, ხოლო დარჩენილი 80%-ის დაანგარიშება მოხდება მოწოდების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსთ.
- ანგარიშწორება ხდება უნაღდო ფორმით, სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ ფაქტურის წარმოდგენიდან 150 დღის ვადაში, ანგარიშ ფაქტურის საფუძველზე.
- ორი კვარტლის შემდეგ ხდება წინა კვარტლის დაანგარიშება მოწოდების და გადახდის დღეს არსებული კურსთაშორისი სხვაობის. ამ თანხის დადასტურება მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმებული თანხის კურსთაშორისი სხვაობის 80%-ის გადახდა მოხდება მყიდველის/გამყიდველის მიერ. - OPP ეტიკეტს აქვს თეთრი ბაზა და დამზადებულია 38 მიკრონიანი ქაღალდით;
- ლიმონათის ეტიკეტის შემთხვევაში, ხდება შეკვეთის რაოდენობების გაერთიანება სახეობების მიხედვით. მაგალითისვის ვუკვეთავთ: 500 000 ცალი 0,33 ლ მსხალი, 200 000 ცალი 0,33 ლ ტარხუნა, 200 000 ცალი 0,33 ლ ნაღები და შეკვეთის ფასი იქნება მილიონი ეტიკეტის შესაბამისი. ადგილობრივ ეტიკეტთან ერთიანდება ასევე ექსპორტის ეტიკეტის შეკვეთები;
- ყელის ეტიკეტის შემთხვევაში ფასები მოცემული უნდა იყოს წყვილზე და არა ცალზე;
- შუშის ეტიკეტის შემთხვევაში ფასები მოცემული უნდა იყოს კომპლექტზე და არა ცალზე;
- ინვოისში, შეკვთის მიღებისას ფასი უნდა მითითოს წყვილის/კომპლექტის და არა ცალის;
- წყვილები/კომპლექტი უნდა იყოს ჩადებული ერთ ყუთში და წინა, უკანა და მუცლის ეტიკეტის რაოდენობები უნდა იყოს იდენტური;
- მინიმალური შეკვეთის რაოდენობა არ უნდა იყოს შეზღუდული;
- მომწოდებელმა თავის საწყობში უნდა შეინახოს შეკვეთა შემკვთის მოთხოვნის შესაბამისად;
- ნიმუშების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მისამართი;
- მომწოდებელს გაეგზავნება ყოველთვიურად მიმდინარე თვის შეკვეთა და მომდევნო 2 თვის გეგმა. შეკვეთილი ეტიკეტი უნდა დასაწყობდეს მომწოდებელთან და გამოიგზავნოს მოთხოვნის შესაბამისად;
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 13.12.2017 16:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.12.2017 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა